"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იქამდე ჯაფარიძის ადვოკატებმა სხდომა დატოვეს, რადგან მოსამართლემ მათი არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ასევე არ დააკმაყოფილა ზურაბ ჯაფარიძისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნის შუამდგომლობა.

კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს 20 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.