გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ოქტომბერს, გვიან ღამემდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე დაბალი)", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.