სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გაათავისუფლა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და გაამწესა წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად, - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

კათოლიკოს-პატრიარქს შესაბამისი შუამდგომლობით საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიულმა კომისიამ დღეს მიმართა.

„სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი. ა.წ. 29 ოქტომბრიდან არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და განმწესდეს წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად“, – აღნიშნულია პატრიარქის ბრძანებაში.