"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, 6-7 დეკემბრის აქციის ღამეს მათი თანამშრომელი ვაკო ალავიძე დააკავეს.

"ჩვენი გუნდის წევრი ვაკო ალავიძე დააკავეს გუშინდელ აქციაზე. "საქართველოს ბანკის" ადვოკატები მასთან ადგილზე არიან და ყველაფერს აკეთებენ მისი უფლებების დასაცავად და მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლებისათვის.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა აქციის მონაწილეებზე!

"საქართველოს ბანკისათვის" ევროინტეგრაციისკენ გზას ალტერნატივა არ აქვს!", - აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.