წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი ოცდამესამედ გამოაცხადა. გამომცემლებმა და ავტორებმა 250-მდე წიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, აგვისტოში გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, სხვა გამარჯვებულების გამოვლენის პარალელურად გახდება ცნობილი. 

"საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 200-ზე პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი - ორჯერ და მეტჯერ).

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები არიან:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:

გიორგი საჯაია, „ლპობა“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
ინგა ჩახვაშვილი, „⁠მოუყოლელი ამბები“ (ჩემი გამომცემლობა)
ლექსო ჩხაიძე, „⁠გარეთ, ქარში საკითხავი“ (კალმოსანი)
კონსტანტინე ჭანკოტაძე, „⁠ილუზიების მატარებელი“ (სეზან ფაბლიშინგი) 
დავით ხორბალაძე, „UNLOVE“ (ღია სივრცე - ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:

თეიმურაზ დოიაშვილი, „⁠სულის კვეთება“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა)
სოფიო შამანიდი, „აუტანელი კაცები / „აუტანელი“ ქალები“ (სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო პიესა:

ნოდარ მამაცაშვილი, „⁠ლოკოკინას სინდრომი (პიესები)“ (აწმყო)
ბასა ჯანიკაშვილი, „⁠მე გადმოვცურავ ზღვას“ (პალიტრა L)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:

ლევან ბერძენიშვილი, „⁠საუბრები ვეფხისტყაოსანზე“ (ინტელექტი)
ირაკლი ლაითაძე, „⁠იყო ასეთი ქვეყანა - CCCP“ (არტანუჯი)
ანა მარგველაშვილი, „წერილები მეფეს“ (ალონი)
ბესო ხვედელიძე, „⁠გოა მშვიდობისა“ (სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

არმაზ ბეკარი, „მშვიდობით, სომერსეტ!“ (სულაკაურის გამომცემლობა)
მამუკა დოლიძე, „გამოფენა“ (მერანი)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

ბექა ახალაია, „⁠კანალიზაციის ანგელოზები“ (ჯადოსნური სახლი)
რეზო გეთიაშვილი, „⁠მეოთხე პირის ნიშანი“ (კალმოსანი)
გოჩა სხილაძე, „⁠ღამის სიმღერა“ (ჩემი გამომცემლობა)
ალექსანდრე ჯინჭარაძე, „⁠⁠სარკეებით და სარკის გარეშე“ (ლოგოსი)

წლის საუკეთესო რომანი:

⁠⁠შოთა იათაშვილი, „ბედნიერება“ (ინტელექტი)
⁠ნოდარ ლადარია, „ელი! ელი!“ (ინტელექტი)
ირაკლი მეტრეველი, „ნებადართული ჯადოქრობა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
⁠ნინო ორტეგა ჭინჭარაული, „ლეთარგია“ (პალიტრა L)
⁠მიხეილ ციხელაშვილი, „ტანჟერული სიზმარი“ (სულაკაურის გამომცემლობა)