მტკვარში მაშველებმა გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს.

სამძებრო სამაშველო ღონისძიებები 14 მაისიდან მიმდინარეობდა.

14 მაისს თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრავი „ფორდის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც ოთხი პირი იმყოფებოდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას შეეჯახა და „ფორდის“ მარკის ავტომანქანა მტკვარში გადავარდა. მაშველებმა ერთი პირის გადარჩენა მოახერხეს, სამი კი დაიღუპა. ამ დროისათვის სამივე ცხედარი ნაპოვნია.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.