მეუფე შიო, იმ კართან რომ ვიდგე, ისევ გეტყოდით, რომ თქვენ ხართ ეგზარქოსი, მოვლენილი რუსეთისგან და რუსეთის მსახური, ამ სიტყვას არასდროს მოვინანიებ, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა ილია (თოლორაიამ) განაცხადა.

მისივე თქმით, საპატრიარქოში ჩაბუდებულია ყველაზე საშიში ძალა.

"მადლობა ჟურნალისტებს, რომლებიც დგანან საქართველოს გვერდით, მართალი სამღვდელოების გვერდით და ეს ბოლო პერიოდები, რომ ვაკვირდებოდი, ყოველთვის ცდილობდით, რომ არ მიგეტოვებინეთ, სულ მამა დოროთესთან და ჩემთან იყავით. ამით თქვენ ხედავთ, რომ საქართველოს და ეკლესიის გვერდით ვდგავართ ჩვენ.

მამა დოროთემ საპატრიარქოს ამ ჯგუფს ბოლომდე ახადა ფარდა, ბოლომდე გამოაჩინა საპატრიარქოში ჩაბუდებული ეს რუსული ძალა და ზუსტად ამაზე გადაემტერნენ ესენი მამა დოროთეს. მამა დოროთე დასჭირდა ღმერთს ამისთვის, ღმერთმა არ გაწირა ჩვენი ეკლესია. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი მღვდელმთავრები, სამღვდელოება, მაგრამ როცა მამა დოროთე როცა ასე იყო ჩართული ამ ამბებში, რაც ერში ხდება, ყველაზე საშიში ძალა, როგორც ჩანს, ეს იყო საპატრიარქო, მეუფე შიო, რომელიც რუსეთიდანაა მოვლენილი და ჯაღმაიძე და ესენი. 
მეუფე შიო, იმ კართან რომ ვიდგე, ისევ გეტყოდით, რომ თქვენ ხართ ეგზარქოსი, მოვლენილი რუსეთისგან და რუსეთის მსახური, ამ სიტყვას არასდროს მოვინანიებ", - განაცხადა მამა ილიამ თოლორაიამ.

არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია), ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის, ეპარქიული კომისიის წარდგინების საფუძველზე, აეკრძალა მღვდელმოქმედების უფლება.