მუხრანის მოხუცთა თავშესაფარ შპს მუხრანის სავანეში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ბენეფიციარი გარდაიცვალა, - ამის შესახებ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

"მუხრანის მოხუცთა თავშესაფარ შპს მუხრანის სავანეში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ბენეფიციარი გარდაიცვალა. მუხრანის თავშესაფრის ყველა ბენეფიციარმა გაიარა შესაბამისი შემოწმება და გადაყვანილები არიან სხვადასხვა თავშესაფარში, სადაც ყველა საჭირო სერვისით არიან უზრუნველყოფილნი. ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს"- აღნიშნულია განცხადებაში.