პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა პროტესტის გაგრძელება პარლამენტის გვერდით მდებარე 9 აპრილის ქუჩაზე გადაწყვიტეს, თუმცა ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით შეაჩერა.

როგორც ცნობილია, პოლიციელებმა ტერიტორიიდან ორი პირი გაიყვანეს.

საგაზაფხულო სესიის პარალელურად, პარლამენტთან მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ჟურნალისტების აქცია მიმდინარეობს.