სავაჭრო ცენტრ "ოქროს კიდობანში" ხანძარია.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.
ჯერ არ ვრცელდება ინფორმაცია, რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურის მანქანები.
სავაჭრო ცენტრ "ოქროს კიდობანში" ხანძარია.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.
ჯერ არ ვრცელდება ინფორმაცია, რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურის მანქანები.
1785095988
"გარდა ამისა ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს.პოლიციელებმა აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.
1785095736
11:00 საათზე - საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში MMA - ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილი მეგობრებთან ერთად ბრიფინგს გამართავს.თემა: იქმნება ახალი მოძრაობა, რომელსაც ,,მყისიერი რეაგირება ექნება სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე”მისამართი: წერეთლის გამზირი N116, მე-4 სართულისაკონტაქტო ნომერი: 593 17-13-37 11:30 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებზე უპასუხებს.მისამართი: ვაჟა ფშაველას 45, ,,ფორმულას" შენობა, სართ. 3საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08, ანუკა გაბელია 551 633 644 12:00 საათზე - საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში, ფედერაციის გამგეობის წევრი, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ბრიფინგს გამართავს.თემა: ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიმისამართი: წერეთლის გამზირი N116, მე-4 სართულისაკონტაქტო ნომერი: 593 17-13-37
1785095534
კუროყურადღება მიაქციეთ ფინანსებს. წინდახედულობა მომავალში კარგ შედეგს მოგიტანთ.ტყუპებიწარმატებას კომუნიკაცია და ახალი კონტაქტები მოგიტანთ. კარგი დროა მნიშვნელოვანი საუბრისთვის.კირჩხიბიმეტი დრო დაუთმეთ ოჯახსა და ახლობლებს. მათი მხარდაჭერა კარგ განწყობას შეგიქმნით.ლომითქვენი თავდაჯერებულობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. გამოიყენეთ ახალი შესაძლებლობები.ქალწულისაქმეების მოწესრიგებისთვის კარგი დღეა. დეტალებზე ყურადღება სასურველ შედეგს მოგიტანთ.სასწორიშეინარჩუნეთ ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. სასიამოვნო სიახლე გელით.მორიელიენდეთ საკუთარ ინტუიციას და გადაწყვეტილებების მიღებისას ნუ იჩქარებთ.მშვილდოსანიენერგიული და აქტიური დღე გელით. კარგი დროა ახალი იდეების განხორციელებისთვის.თხის რქამოთმინება და მიზანდასახულობა დღეს განსაკუთრებით დაგეხმარებათ. თქვენი შრომა დაფასდება.მერწყულიმეგობრებისგან საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. იყავით გახსნილი სიახლეების მიმართ.თევზებიმეტი დრო დაუთმეთ დასვენებას და საკუთარ კეთილდღეობას. შინაგანი სიმშვიდე სწორ არჩევანს გაგაკეთებინებთ.
1785093953
თორნიკე თოშხუას დაკავება თბილისის საკრებულოსთან მოხდა.აქტივისტების თქმით, ის გამოკითხვას ატარებდა ბანერით, რომელიც პოლიციამ შეურაცხყოფად მიიჩნია.თორნიკე თოშხუა ძველი თბილისის პოლიციაშია გადაყვანილი.
1785090331
შიო მესამემ სულიერ ცხოვრებაში ლოცვა-კურთხევის მნიშვნელობასა და რწმენის ძალის მნიშვნელობაზე ისაუბრა.პატრიარქის თქმით, რწმენის სახით ჩვენ გვაქვს ისეთი ძალა, ისეთი საყრდენი, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ყოვლადსამღვდელონო მეუფენო,პატიოსანნო მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო,გილოცავთ სულთმოფენობიდან მერვე კვირა დღეს და მთავარანგელოზ გაბრიელის ხსენებას.დღეს ამასთან დაკავშირებით სახარებიდან წაკითხული იყო ეპიზოდი უფალ იესო ქრისტეს მიერ ხუთი ათასი კაცის სასწაულებრივი დაპურების შესახებ. სახარება აზუსტებს, რომ ხუთი ათასი კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა. ე. ი. დაახლოებით ათი ან თხუთმეტი ათასი ადამიანი მაინც იქნებოდა იქ, სავარაუდოდ.ეს ეპიზოდი, როგორც ყველა საკითხავი სახარებისა, განსაკუთრებულ სწავლებას გვაძლევს იმის თაობაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის ღმერთის ლოცვა-კურთხევას და რწმენას, რწმენის ძალას.მოციქულებს აზრადაც არ ჰქონდათ ის, რომ შეიძლება ხუთი პურით და ორი თევზით დაპურებულიყო ამდენი ადამიანი. ამიტომაც უთხრეს უფალს, რომ მათ მოშივდათ, ცოდონი არიან, გავუშვათ ახლომახლო სოფლებში, რათა იყიდონ თავისთვის საჭმელიო. უფალმა უთხრა: „არ არის საჭირო მათი წასვლა, არამედ თქვენ მიეცით მათ საკვები“ (მთ. 14, 16). მოწაფეებმა გაკვირვებულმა მიუგეს: ჩვენ მხოლოდ ხუთი პური და ორი თევზი გვაქვს, ეს რას ეყოფა ამდენ ათას ადამიანს? (ინ. 6, 9). უფალმა თითქოს არც შეამჩნია მათი შეპასუხება და უთხრა: „უბრძანეთ, დასხდნენ ბალახზე რიგებად“ (მარკ. 6, 39). შემდეგ აიღო ეს პურები და თევზი, აღაპყრო თვალები ზეცისკენ იმის ნიშნად, რომ იგი არის ერთარსი მამა ღმერთისა და ერთია მათი მოქმედება, აკურთხა ეს პურები, მისცა მოციქულებს, მოციქულებმა კი დაურიგეს ხალხს და არა მხოლოდ დანაყრდა ამდენი ათასი ადამიანი, არამედ კიდევ დარჩა, თორმეტი კალათი აავსეს პურით. ე. ი. ბევრად მეტი დარჩა, ვიდრე იყო თავდაპირველად. მოციქულებმა დაინახეს ღვთის ლოცვა-კურთხევის ძალა და მათი რწმენის ძალა უფლისადმი.ძვირფასო ძმებო და დებო, წმინდა ეკლესია ყოველთვის გვასწავლის ლოცვა-კურთხევის მნიშვნელობას ჩვენს სულიერ ცხოვრებაში: სადაც არის ღვთის კურთხევა, იქ არის ყოველგვარი სიკეთე და წარმატება, ხოლო სადაც არ არის ლოცვა-კურთხევა ღვთისა, იქ ადამიანები რომც შრომობდნენ, მხოლოდ თავისი ნება-სურვილით ან არ ექნებათ ჯეროვანი წარმატება, ან საქმე საერთოდ არ გამოვა.გარდა ამისა, რას გვასწავლის ეს წმინდა სახარება? მოციქულებსაც ასწავლა, რა თქმა უნდა, და ჩვენთვის, ყველასთვის, სულისთვის სასარგებლო სწავლებაა, რომ ღმერთს შეუძლია მცირედისგანაც შექმნას სიმრავლე, გაამრავლოს მცირედიც. ასევე ის, რომ უფალი არ უგულებელყოფს მცირედსაც კი. აი, ნახეთ: უფალი ახდენდა ამ სასწაულს და ხომ შეეძლო ზუსტად იმდენივე პური გაემრავლებინა, რამდენიც სჭირდებოდა ამ ხალხს, მაგრამ მან ბევრად მეტი მისცა. ასე იქნება ჩვენს ცხოვრებაშიც ყოველთვის. ამიტომ არასდროს არ უნდა დავბრკოლდეთ, თუ ვხედავთ, რომ მხოლოდ მცირედის მირთმევა შეგვიძლია უფლისთვის, იქნება ეს ჩვენი მცირედი შრომა, ღვაწლი, უნარები თუ შესაძლებლობა. არ უნდა დავბრკოლდეთ, რადგან უფალი ამ მცირედს აუცილებლად გაამრავლებს, როგორც ეს მოხდა დღევანდელი სასწაულის შემთხვევაში.კიდევ ერთი რამ, რაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარია: მოციქულებმა დაინახეს რწმენის ძალის მნიშვნელობა, რომ მათ არაფრის არ უნდა ეშინოდეთ და არცერთი გარემოება არ უნდა ჩათვალონ უიმედოდ. ეს ჩვენთვისაც დიდი სწავლებაა.რწმენის სახით ჩვენ გვაქვს ისეთი ძალა, ისეთი საყრდენი, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება და, ვიმეორებ, შეძლებს ჩვენი მწირი შესაძლებლობების, ჩვენი მწირი შესაწირავის გამრავლებას და გაძლიერებას.თუ გახსოვთ, როცა უფალი სასწაულებს ახდენდა, მას არაერთხელ უთქვამს მათთვის, ვისაც კურნავდა თუ ეხმარებოდა: „თქვენი რწმენისამებრ გეყოს თქვენ“ (მთ. 8, 13). ე. ი. როგორი რწმენაც გაქვთ, ისეთი იქნება ღვთის წყალობა, იმის მიხედვით მოგეცემათ ღვთის წყალობა. ეს ნიშნავს, რომ უფლის რწმენა ჩვენს გულში – ეს არის გასაღები, რომელიც ხსნის ჩვენთვის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს! ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის!როდესაც მოციქულები გრძნობდნენ რწმენის ნაკლებობას, გახსოვთ მათი სიტყვები, როგორ სთხოვეს უფალს, რწმენა გაგვიმრავლეო? – „გვიმრავლე ჩვენ სარწმუნოება“ (ლკ. 17, 5). რატომ? იმიტომ, რომ ისინი უკვე დარწმუნდნენ ამ რწმენის ძალასა და მნიშვნელობაში, ამიტომაც სთხოვეს. ეს მოხდა მაშინ, როდესაც უფალმა უთხრა იქ თავის მსმენელებს, რომ როცა შეგცოდავს ადამიანი, გაუწყერი მას, ამხილე, მაგრამ თუ შენდობას გთხოვს, აპატიე და სამოცდაათჯერ შვიდგზის აპატიე, თუ შენდობას გთხოვსო (ლკ. 17, 3-4). ამის მერე უთხრეს მოციქულებმა: „გვიმრავლე ჩვენ რწმენა“.თუ ისინი სთხოვდნენ ამას, მით უმეტეს, ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომლებიც ვართ მცირედმორწმუნენი, სულიერად გლახაკნი, გვმართებს, ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, გაგვიძლიეროს და გაგვიმრავლოს რწმენა, რომ მისი მადლით (აი, დღეს მთავარანგელოზობაა), მთავარანგელოზ გაბრიელისა და ყოველთა უხორცოთა ძალთა ლოცვით და მადლით, გავხდეთ ნამდვილი და გულწრფელი ქრისტიანები. ამინ.ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ.დღეს ჩვენ ვლოცავთ მეფარიშვილებს და ბაჯაძეებს.ღმერთმა გაგახაროთ, გაგამრავლოთ და გიმრავლოთ რწმენა, სიხარული და ბარაქა თქვენს გვარებს და ოჯახებს“, – განაცხადა შიო მესამემ.
1785069565
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში სამშაბათს, 28 ივლისს შეხვდება.გარდა ამისა, ზელენსკი ვაშინგტონში სენატორ ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.უკრაინის პრეზიდენტს და რესპუბლიკელ სენატორს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ. გრემი ბოლოს უკრაინას გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ეწვია.რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი 11 ივლისის საღამოს გარდაიცვალა. ის აშშ-ის კონგრესში უკრაინის ერთგული მხარდამჭერი და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების ორპარტიული კანონპროექტის თანაავტორი იყო.მისი გარდაცვალების შემდეგ ამერიკელმა კანონმდებლებმა წარადგინეს დოკუმენტის განახლებული ვერსია, რომელიც მოითხოვს სავალდებულო სანქციებსა და ტარიფებს რუსული ენერგორესურსების უმსხვილესი მყიდველების და იმ პირების მიმართ, რომლებიც მოსკოვს შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარებიან.მედიის ცნობით, კანონპროექტზე კენჭისყრა შესაძლოა, მომავალ კვირას გაიმართოს. არ იყო გამორიცხული, რომ ეს 28 ივლისს - სენატორის დაკრძალვის დღეს მოხდეს.
1785068727
მისივე თქმით, რუმინეთის გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგების თანახმად, წინა დღეს ჩამოგდებული დრონი „შაჰედის“ ტიპისაა, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს იყენებს."მიუღებელი და აუტანელია, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას, რომელიც ასევე ნატოს და ევროკავშირის საჰაერო სივრცეა. ასეთი ქმედებები მიუღებელია და ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, მათ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით", - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.მომხდართან დაკავშირებით რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა.
1785066443
"პრეზიდენტ ტრამპთან ვისაუბრებ ყველა მიმდინარე საკითხზე, მათ შორის ირანში არსებულ ვითარებაზე“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართავაში.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან დიალოგის შესახებაც.ნეთანიაჰუს განმარტებით, რუბიომ დაადასტურა შეერთებული შტატების განზრახვა, მტკიცედ იმოქმედოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინააღმდეგ."ეს ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს მართლმსაჯულებას საფრთხეს უქმნის, ასევე, ემუქრება დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფოების უფლებას, სუვერენულად იმოქმედონ“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
"კახეთში, რუსმა ქალებმა ქართველების ქორწილის სუფრას ნომრის ფანჯრიდან წყალი გადაასხეს, ხმაურობენო"
1784449441
ადვოკატი - გიორგი ჭიღლაძე არის რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლი და თავადაც დაზარალებული
1784471753
"სანამ იარაღს პირში არ ჩამჩრიდა, მანამდე ვერ მიმორჩილებდა და ასეთ მდგომარეობაში მაუპატიურებდა... მისმა ნათესავებმაც მისივე ჩარევით გამაუპატიურეს"
1784191546
"ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია სიმწრით, რატომ დადიხართ მთვრალები? ნარკომანებო, რამდენი უნდა შეიწიროთ?"
1784024319
ვერაზე სროლის შედეგად 17 და 18 წლის ბიჭები და შემთხვევით გამვლელი ქალია დაჭრილი
1784747067