როგორც გამაცნეს, ესაა 318-ე მუხლი - სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული და ამასთან დაკავშირებით ჩაატარეს ჩხრეკა, - ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს რეპრესიები გაგრძელდება.

"ავტობუსიდან ჩამომიყვანეს, პირადი ჩხრეკა ჩატარდა ქუჩაში. გამაცნეს მოსამართლის განჩინება. ამის შემდეგ ამოიღეს მობილური ტელეფონი და შემდეგ გამაცნეს მეორე განჩინება, რომელიც ეხებოდა სახლის ჩხრეკას. სახლი გაჩხრიკეს. პრეტენზია ჩხრეკის პროცედურებთან დაკავშირებით არ მაქვს, თუმცა მთავარი პრეტენზია არის ის, რომ მთლიანად საქმეა უკანონო. მე ვარ ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი და სავარაუდოდ, ამ საქმიანობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ეს რეპრესიები, თუმცა არავის ეშინია. ეს ბრძოლა გრძელდება და ველოდებით დამატებით რეპრესიებს.

როგორც გამაცნეს, ესაა 318-ე მუხლი - სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული და ამასთან დაკავშირებით ჩაატარეს ჩხრეკა", - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დასრულდა.
ალეკო ცქიტიშვილის ცნობით, ამოღებულია სამსახურის ლეპტოპი და ტელეფონი.