ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ „ვსა“-ს U18 გუნდის ნიჭიერი კალათბურთელის შაკო კავთიაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ვსა-ს სახელით ​თანაგრძნობას ვუცხადებთ შაკოს ოჯახს, მეგობრებს, გუნდელებს, მწვრთნელებსა და მის გულშემატკივრებს ამ უმძიმეს წუთებში. შაკო, მუდამ ჩვენს გულებში იქნები“, - წერს აკადემია.

როგორც ცნობილია, შაკო კავთიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.