ყველაფერი გააკეთეს, ყველგან გადაატარეს, სკანერიც, მძიმე ტექნიკაც შემოიყვანეს, ჭაც შემოწმდა, არაფერი ისეთი არ არის. გამოირიცხა, რომ მეწყერში არ მოყოლილა ბავშვი, - ამის შესახებ 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედამ სოფო ბიბილაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რაც ახლა გურამ დადიანიძის კვალის საპოვნელად გაკეთდა, 12 წლის მანძილზე არავის გაუკეთებია.

"ყველაფერი გააკეთეს, ყველგან გადაატარეს, სკანერიც, მძიმე ტექნიკაც შემოიყვანეს, ჭაც შემოწმდა, არაფერი ისეთი არ არის. ძალიან გახარებული ვარ, რა თქმა უნდა, ასევე, გამოირიცხა, რომ მეწყერში არ მოყოლილა ბავშვი, იმედია, ცოცხალია და ვიპოვი. 

რაც ახლა ამათ გამიკეთეს, თავის დროზე, 12 წლის მანძილზე არავის  გაუკეთებია", - განაცხადა სოფო ბიბილაშვილმა.

17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა, საიდანაც უკვალოდ გაუჩინარდა.