თბილისსა და რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში საპროტესტო აქციები იმართება.

მოქალაქეები ევროკავშირთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას 7 დღეა, აპროტესტებენ.

საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.