უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს.

ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებთან ერთად რიგითმა მოქალაქეებმა გააცილეს.

უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე 22 ივნისს გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.