ვარკეთილში ხანძრის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩნდა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ვარკეთილში ხანძრის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩნდა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
1735296492
მისივე თქმით, უფრო მნიშვნელოვანი იქნება, თუ საჯარო მოხელეები თანამდებობას არ დატოვებენ და პროტესტს ისე გამოხატავენ."რა თქმა უნდა, მას ექნებოდა გამოწვევები, შიშები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ ის არ იყო რიგითი დანაყოფის წევრი, ის არის იმ დანაყოფის წევრი, რომელიც მოვლენების ეპიცენტრში იდგა.პროტესტი ამ რიგითი თანამშრომლების მხრიდან, რომ გაგრძელდეს არ არის აუცილებელი და არც რეკომენდებული, რომ წამოსვლაში იყოს გამოხატული, პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები იყვნენ სისტემაში და სისტემის შიგნით დააფიქსირონ თავიანთი აზრი იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ხდება ქვეყანაში", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა 4 დეკემბერს დატოვა და ქვეყნიდან ოჯახთან ერთად გაემგზავრა.
1735293772
ადგილზე მოქმედი საჯარო მოხელეები და სოციალური მუშაკები არიან შეკრებილი. შეკრებილი მოქალაქეები საჯარო სექტორიდან თანამშრომლების გაშვებას აპროტესტებენ.მათი განცხადებით, სისტემა დაუსაბუთებლად ათავისუფლებს სამსახურიდან სოციალურ მუშაკებს.
1735293483
ისინი ქარხნის მენეჯმენტისგან დაპირებულ მე-13 ხელფასს და პრემიას მოითხოვენ.თანამშრომლების განცხადებით, მათი სამუშაო ანაზღაურება დაბალია და სამსახური მათ ხელფასის 20%-იან ზრდასა და მე-13 ხელფასს სიტყვიერად დაჰპირდათ.აგარის ქარხნის თანამშრომლებს ამ დრომდე არ მიუღიათ დანაპირები და მესამე დღეა გაფიცულები არიან.აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომლები წელიწადში 6-7თვე მუშაობენ, დანარჩენი თვეების საკომპენსაციოდ კი წლის ბოლს დამატებით ერთი თვის ხელფასს იღებდნენ, რაზეც ახლა დირექციამ უარი განუცხადათ. მათი გაფიცვაც სწორედ ამ ამბავს მოჰყვა.
1735292998
მისივე თქმით, დასავლეთი უკან არაფრით არ დაიხევს, იმიტომ, რომ მისი მომავალიც სასწორზე დგას."აღმოსავლეთ ევროპას საქართველოს ჩათვლით ეპოტინება რუსეთი და საჭიროა ამ რეგიონის გადარჩენა, იმისათვის, რომ მთლიანი ევროპა და ევროატლანტიკური ერთობა იყოს დაცული. ამას, ბუნებრივია, რომ მთელი დასავლური აკადემიური, დიპლომატიური, ეკონომიკური ელიტა აცნობიერებს. აქ რაიმე იმედის დამყარება ტრამპზე იყო სრული გულუბრყვილობა. ამ ხელისუფლებას ათასგვარ სხვა ბევრად უფრო სერიოზულ ცოდვებთან ერთად გულუბრყვილობა და უცოდინარობა ახასიათებს საერთაშორისო ვითარებისა.გამოხმაურებები კი აჩვენებს, რომ დასავლეთი უკან არაფრით არ დაიხევს, იმიტომ, რომ მისი მომავალიც სასწორზე დგას და საქართველო ერთ-ერთი ადგილია, სადაც ჭიდაობა მიმდინარეობს მომავალი მსოფლიოსათვის", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
1735289859
მისივე თქმით, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ფორმით გამოიყენეს."ერთი თვე გავიდა, რაც ქვეყანა ფართომასშტაბიანმა ყოველდღიურმა ლეგიტიმურმა პროტესტმა მოიცვა. საპროტესტო აქციები იმართება თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. ლეგიტიმური პროტესტი გამოწვეულია "ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებით. ამასთან, ეს საპროტესტო აქციები, არსებითი დარღვევით ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებული და ზოგადად, ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების წინააღმდეგ პროტესტების გაგრძელებაა, რომლებიც 2024 წელს სხვადასხვა დროს იმართებოდა.ლეგიტიმურ პროტესტს სახელმწიფო სხვა რეპრესიულ და ძალადობრივ მეთოდებთან ერთად წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უპირისპირებს.2024 წლის აპრილიდან სახელმწიფო მუდმივად იყენებდა პოლიციის ძალადობას, დაშინებას და სხვა პრაქტიკებს, რაც არღვევს ეროვნულ და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალს. თუმცა, 2024 წლის 28 ნოემბრიდან მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტების ჩასახშობად მიმართულმა მეთოდებმა სიმძიმის ახალ დონეს მიაღწია.2024 წლის 28 ნოემბრიდან საპოლიციო ძალების მიერ ძალადობის მასშტაბი და ორგანიზებულობა ამტკიცებს, რომ სახეზეა დანაშაულებრივი ოპერაცია სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ.აღნიშნულ პერიოდში განვითარდა შემდეგი მოვლენები - წამება; არაადამიანური; დამამცირებელი მოპყრობა, დემონსტრანტების ფართო ჯგუფისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ; ნაცემია დაკავებულთა უმრავლესობა.აქტიური სპეციალური საშუალებების - წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი - გამოყენების წესები, არა მარტო დაირღვა, არამედ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ფორმით გამოყენება მოხდა", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
1735289330
აღსანიშნავია, რომ პარკის შესასვლელში ერეკლე მეორის ძეგლის დადგმა იგეგმება. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, უკვე მიმდინარეობს პიედესტალის მოწყობის სამუშაოები."ისნის რაიონში მიმდინარეობს კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი. ე.წ. სამგორის პარკი, რომელიც იყო კერძო საკუთრებაში, იყო მიგდებული, განადგურებული, აქ განთავსებული იყო რაღაც ატრაქციონები, რომელიც გაუბედურებული იყო. მოგვიწია ტერიტორიის გასუფთავება, მიმდინარეობს ახალი პროექტის განხორციელება, ბავშვებისთვის მოეწყობა შესაბამისი ატრაქციონები, რეაბილიტირდება საფეხბურთო მოედანი, მოეწყობა განათება და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, ძაღლებისთვის შესაბამისი სივრცე არის გამოყოფილი და ძალიან მაგარია, თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ პარკის შემოსასვლელში, შსს-ს მხრიდან განთავსდება ერეკლე მეორის ძეგლი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პიედესტალის სამუშაოები და ვფიქრობთ, რომ შემოდგომაზე უკვე მთლიანად, როგორც პარკის, ასევე ძეგლის მონტაჟის სამუშაოები იქნება დასრულებული. თვითონ პარკს რაც შეეხება, საკმაოდ დიდი ტერიტორიაა და ერთობლიობაში ძალიან მაგარი იქნება. კიდევ ერთი რეკრეაციულის სივრცე შეემატება დედაქალაქს, ირგვლივ უამრავი ოჯახი ცხოვრობს და პატარებს ექნებათ გართობის, დასვენების, ვარჯიშის შესაძლებლობა, თუმცა მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ერეკლე მეორის ძეგლი განთავსდება პარკის შემოსასვლელში“, - განაცხადა კახა კალაძემ.პარკის ტერიტორიაზე უკვე დასრულდა გამწვანების სამუშაოები. მოეწყო სარწყავი სისტემა, შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, 17 854 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო და დაითესა ბალახი, დაირგო 390 ძირი დიდტანოვანი ხე, 2 934 ძირი ბუჩქი და 1 400 ძირი ბალახოვანი მცენარე.
1735289197
"გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.ვთვლით, რომ არ უნდა ვუპასუხოთ აღნიშნულ განცხადებას, ხოლო გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საქართველოს მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია.პოსტსაბჭოთა სივრცეს, რუსეთის ლოჯისტიკური საწყობებიდან, ამარაგებდა მრავალი დასავლური კომპანია. მათ შორის, ჩვენი პარტნიორები, როგორებიცაა „ბაიერ კონსუმერი“ (ყველაზე ცნობილი ბრენდი ,,ასპირინი“), „სანოფი“, (ყველაზე ცნობილი ბრენდი ნო-შპა), „რეკიტ ბენკიზერი“ (ყველაზე ცნობილი ბრენდი NUROFEN), ცნობილი ფრანგული კომპანია „ლორეალი“ (VICHY-ს ბრენდი), „შტადა“ - ,,ნიჟფარმი“. ყველა ფარმაცევტული კომპანია საქართველოში და არამარტო საქართველოში, აგრეთვე რეგიონშიც, ევროპულ პროდუქციას იღებდნენ რუსეთში განლაგებული ლოჯისტიკური საწყობებიდან. აღსანიშნავია, რომ ყველ კომპანიას და მათ შორის ჩვენს კომპანიასაც გააჩნია პირდაპირი კონტრაქტები ამ ევროპულ ბრენდებთან, მაგრამ ლოჯისტიკური მომარაგება ხდებოდა რუსეთის გავლით.სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ბიზნესს არა რუსეთთან, არამედ გერმანულ „ბაიერთან“, ფრანგულ „ლორეალთან“, ბრიტანულ „რეკიტ ბენკიზერთან“.აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების ნაწილმა უკვე შეცვალა მომარაგების გზები და პირდაპირი მოწოდებით, ჩვენი მეშვეობით, აწვდის საქართველოს თავის პროდუქციას, - „ლორეალი“ - საფრანგეთიდან, „სანოფი“ - უნგრეთიდან და ,,ბაიერი“ შვეიცარიიდან. დასავლურ კომპანიებს გადააქვთ თავისი ლოჯისტიკური საწყობები, მთელი ინფრასტრუქტურა, ცვლიან ლოჯისტიკურ ჯაჭვებს და ახორციელებენ საქართველოსთან პირდაპირ ბიზნეს-ურთიერთობებს. სწორედ ამიტომ გვინდა ევროპა!ზემოთ აღნიშნული განცხადება არ არის პირველი შემთხვევა, როცა კომპანიის წინააღმდეგ არაობიექტური ინფორმაცია ვრცელდება. ამას აღვიქვამთ, როგორც თავისუფალ ბიზნესზე მორიგი ზეწოლის და დაზარალების მცდელობას, რადგან სხვა კომპანიებთან ერთად ჩვენც შევუერთდით მოსახლეობაზე ძალადობის შეწყვეტის, ახალი არჩევნების დანიშვნის და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნას", - აღნიშნულია განცხადებაში.
1735287490
მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.საქმეს მოსამართლე ზვიად ცეკვავა განიხილავდა.საბა სხვიტარიძეს ადმინისტრაციული წესით სამი მუხლით ედებოდა ბრალი - 174-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით, 166-ე და 173-ე, რაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.პარალელურად, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს. აღნიშნული კი თავისუფლების 7-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
ნოშრევან ნამორაძე თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს
1734954127
კოლსი - მტკიცება, რომ ეუთო/ოდირმა არჩევნებს ლეგიტიმაცია მიანიჭა, სიმართლეს ვერ დამალავს
1734854757
გიგი წერეთელი - წამების კომიტეტი ჩართულია, მიმართვაც ჩვენი, ოპოზიციის მხრიდანაც იყო, ბუნებრივია, მუშაობა გაგრძელდება
1734599761
თბილისში "საახალწლო სოფელი" გაიხსნა
1734774841
ხატია დეკანოიძე - "მაგნიტსკის სიაში" მოხვდებიან ძალიან მაღალი ე.წ. თანამდებობის პირები
1734637795