"ქართულ ოცნებაში" ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც პარტიის თავმჯდომარე უკვე ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება, ხოლო ირაკლი კობახიძე მომავალი პრემიერმინისტრი, "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია ეხმაურება.

"ანუ, რა გამოდის, კობახიძე ღარიბაშვილის მინისტრების პრემიერია?

ანუ, რა გამოდის, პრობლემა მარტო ღარიბაშვილში იყო და ამიტომ წავიდა მარტო ის?

ანუ, რა გამოდის, კლანური ურთიერთდაპირისპირებებით ბიძინას დაშანტაჟება უკვე შესაძლებელია (განსხვავებით ღარიბაშვილის პირველი გადაყენებისგან, როცა მთელი შემადგენლობით გამოხვეტეს ყველაფრიდან)?

თუ ეგრე გამოდის, საინტერესო გამოდის", - წერს ნიკა გვარამია.

მინისტრებს შორის თანამდებობას არავინ დატოვებს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის გარდა, რომლის პოსტზეც დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანს წარადგენენ.