საქართველოს ნაკრებმა კაბო-ვერდესთან საკონტროლო მატჩი გამართა და ფრედ ითამაშა – 1:1.

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში პირველ ტაიმში საბა ლობჟანიძის გოლით გაიხსნა, მეორე ტაიმში კი პენალტით გათანაბრდა.

საქართველოს ნაკრებმა ქუთაისში მესამე შეხვედრა ჩაატარა. წინა ორ ამხანაგურ მატჩში 2001 წელს "ჯვაროსნებმა" აზერბაიჯანი 1:0 დაამარცხეს, 2017 წელს კი ბელარუსთან მატჩი 2:2 დასრულდა.

კაბო-ვერდე მეშვიდე აფრიკული ნაკრებია, რომელსაც საქართველო ეთამაშება.