ზელენსკი - ყველამ, ვისაც მშვიდობა სურს, უნდა იმოქმედოს
1752045362
თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს
1752043013
რუბიო - იმედი გვაქვს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უახლოეს მომავალში სამშვიდობო შეთანხმება მიღწეული იქნება
1752005635
"ჩვენ გვყავს რუსული კრიმინალური, მაფიოზური და არეულობაში მყოფი ხელისუფლება, რომელიც არის გადმოსული მოქალაქეებზე შეტევაზე"
1752005624
9 ივლისის ანონსი
1752005290
1751985458
5 ივლისს მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეგროვებული PLUS ქულებით პარტნიორ ობიექტებში ნებისმიერი ნივთი 50%-იანი ფასდაკლებით შეეძინათ.წლევანდელი PLUS დაბადების დღე გამორჩეულად აღინიშნა. კამპანიის სახე ბუდუ ზივზივაძე გახდა, საქართველოს ნაკრების რვა ნომერი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე არაჩვეულებრივ თამაშთან ერთად, თავი ცნობილი აღნიშვნით დაგვამახსოვრა. სიმბოლურია, რომ ბუდუ ნაკრებში 8 ნომრით თამაშობს, წელს კი PLUS 8 წლის გახდა.სწორედ ამ დღის აღსანიშნად, საქართველოს ბანკის 300-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჩაერთო, რამაც წლევანდელი დაბადების დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა. 100,000-მდე მომხმარებელმა ისარგებლა სხვადასხვა შეთავაზებებით და აისრულა დიდი ხნის ნანატრი სურვილები."5 ივლისი განსაკუთრებული დღეა, როგორც ჩვენთვის, ასევე, ათი ათასობით ჩვენი მომხმარებლისთვის და ასობით პარტნიორი კომპანიისთვის. წელს PLUS-ის დაბადების დღემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - ამ დღეს ჯამში 170,000 ათასამდე გადახდა შესრულდა PLUS ქულებით, რაც წარმოუდგენლად დიდი მასშტაბია. ამ დღეს კიდევ ერთხელ ვიგრძენით, რომ PLUS უკვე მხოლოდ ლოიალობის პროგრამა კი არა, ყოველდღიურობის ნაწილია“- განაცხადა საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამის მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან ბიჭიაშვილმათუ წელს ვერ აღნიშნე PLUS დაბადების დღე ჩვენთან ერთად გული არ დაგწყდეს, აქედანვე დაიწყე მზადება, თვალი ადევნე საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამის შეთავაზებებს, რაც სხვადასხვა ფასდაკლებებსა და ქეშბექებს მოიცავს და ხშირად შესაძლებლობას გაძლევს 10-ჯერ და 30-ჯერ მეტი PLUS ქულა მიიღო.
1751977361
მომენტალური გადარიცხვების ინოვაციური მეთოდი საქართველოში პირველად ინერგება და მისი დახმარებით ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, თანხა ჩამოთვლილ ქართულ ბანკებს შორის მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით გადარიცხონ. ტრანზაქცია მიმღების ანგარიშზე მომენტალურად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს აისახება. საგულისხმოა, რომ თანხის გადარიცხვა როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე ევროსა და დოლარში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ეროვნულ ვალუტაში ერთჯერადად გადარიცხვისას მაღალი, 10 000 ლარის ოდენობის ლიმიტი იმოქმედებს. მომხმარებლები შეძლებენ დღის განმავლობაში გადარიცხვის შესრულება შეუზღუდავი სიხშირით განახორციელონ."აღნიშნული სიახლე სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისი მეშვეობით პარტნიორ ბანკებთან ერთად მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ, მარტივად შეასრულონ გადარიცხვები და თანხა სასურველ დროს მიიღონ. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში საქართველოს ბანკთან ერთად სამი ბანკი ჩაერთო, რითაც ჯამში ასეულობით ათას მომხმარებელს უფრო სწრაფი და ეფექტიანი საბანკო სერვისის მიღების შესაძლებლობას ვაძლევთ. ვფიქრობ, ეს ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურის ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ეტაპია და იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა მომხმარებელმა ისარგებლოს ამ სიახლით, საჭიროა სხვა ბანკებიც ჩაერთონ ამ პროცესში. ჩვენ ამ სიახლით არ ვჩერდებით და მომავალში ამ მიმართულებით არაერთ სიახლეს შევთავაზებთ როგორც ფინანსურ სექტორს, ისე ჩვენს მომხმარებლებს“, - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
1751970571
შეთავაზება მოქმედებს Glovo-ს აპლიკაციის ნებისმიერ კატეგორიაში, ნებისმიერი ოდენობის თანხის შეკვეთაზე. მთავარია, ტრანზაქციებს შორის ინტერვალი არ იყოს 10 წუთზე ნაკლები.შეთავაზების განმავლობაში, მომხმარებლებს 50 ლარი ერთგულ ყულაბაში ერთჯერადად დაუბრუნდებათ, საიდანაც თანხის გადარიცხვა თიბისის ნებისმიერ საკუთარ ანგარიშზე შეუძლიათ.აღნიშნული შეთავაზების დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე.ასევე 7 ივლისიდან, 6 თვის განმავლობაში, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათების და ერთგული საკრედიტო ბარათების მომხმარებლებს Glovo Prime-ის გამოწერისას, გადახდილი თანხის 100% მომენტალურად დაუბრუნდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მიტანის სერვისს, სრულიად უფასოდ შეიძენენ.Glovo Prime-ის შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად გადადით ბმულზე.აიღეთ ახალი თიბისი კონცეპტ ბარათი და ისარგებლეთ განსაკუთრებული შეთავაზებებით.

1751965568
ვორკშოპს გაუძღვება ტატა მომცემლიძე, Cluster Product Owner საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტში. მას AI-ზე დაფუძნებული ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვსაღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ამ თემაზე ჩატარებულ ვორკშოპზე - 200-ზე მეტი ბიზნესის წარმომადგენელი დარეგისტრირდა.რატომ უნდა დაესწროთ ვორკშოპს?გაეცნობით, როგორ გამოიყენოთ AI მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად;ისწავლით ხელოვნური ინტელექტის ეფექტურად დანერგვას მცირე და საშუალო ბიზნესში;გაიგებთ, როგორ ვითარდებოდა გენერაციული მოდელები და რა განსხვავებაა მათ შორის;იხილავთ მაგალითებს რეალური კომპანიებიდან — როგორ იყენებენ AI-ს ოპერაციული ამოცანების გამარტივებისთვის;შეისწავლით პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და მეთოდებს;გაიღრმავებთ ცოდნას მონაცემთა დაცვისა და სისტემის უსაფრთხოების მიმართულებით.ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდება, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ჩაერთონდისკუსიაში, სპიკერს დაუსვან კითხვები და განიხილონ კონკრეტული ბიზნესსაჭიროებები.ღონისძიება საქართველოს ბანკის ინოვაციურ სივრცეში, 4B ფილიალში, ალ. ყაზბეგის N15, 9 ივლისს, 17:00 – 19:00 საათზე ჩატარდებაღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.ღონისძიება საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია — ინიციატივა, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, პრაქტიკულ რესურსებსა და სხვა მრავალ აქტივობას, რაც ბიზნესს ზრდასა და განვითარებაში ეხმარება.

1751977693
ხორვატიასა და გერმანიაში, ორ ეტაპად გამართულ ტურნირზე, ჩვენმა გუნდმა ერთი, სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა იტალიის ნაკრებთან. მიუხედავად იმისა, რომ წელს ევროპის 12-გუნდა ელიტაში ადგილის შენარჩუნება ვერ მოხერხდა, გაჩნდა იმედი, რომ მალე, ქართველი გოგონები ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდებიან.ევროპული ტურნედან დაბრუნების შემდეგ, განვლილი ტურნირის შესახებ შეფასება გააკეთა 7-ქალა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ჯაბა მალაღურაძემ."რა შედეგითაც არ უნდა დაგვესრულებინა ტურნირი, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მონაწილეობა არის არა უბრალოდ ფაქტი, არამედ - ისტორიული ფაქტი. აქედან გამომდინარე, ეს უკვე დიდ მიღწევად მიმაჩნია.ტურნირი იყო საკმაოდ რთული. ვთამაშობდით 12 უძლიერეს გუნდს შორის და მოვიპოვეთ ერთი გამარჯვება - იტალიასთან, რაც, ასევე, ისტორიული ფაქტია.ჩვენი მიზანი იყო, დავრჩენილიყავით ამ დივიზიონში, შეგვენარჩუნებინა ადგილი, თუმცა, ვფიქრობ, წარმატება არ უნდა გაიზომოს დივიზიონში დარჩენა-არდარჩენით. ვთვლი, რომ ჩვენ ბევრ საზომს ვაკმაყოფილებთ.კარგად გვესმის, რომ ეს არ არის ფინიში; ეს გზაა, რომელსაც ქალთა რაგბი გადის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეს ტურნირიც და ეს წელიც, არის მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად.ზუსტად ვიცით, რომ ხვალ უფრო ძლიერები ვიქნებით, რადგან გვაქვს დიდი სურვილი და მიზანი - ხვალ ტოლი არ დავუდოთ მათ, ვინც დღეს ჩვენზე ძლიერი იყო. მთავარია, გვჯეროდეს“ - ამბობს ჯაბა მალაღურაძე.უკვე 10 წელია, თიბისი ქართული რაგბის მთავარი პარტნიორი და მხარდამჭერია. ქართველი მორაგბე გოგონების ისტორია კი, ნამდვილად შთამაგონებელი და მამოტივირებელია, რადგან მათ არაერთხელ დაამტკიცეს - მთავარია გჯეროდეს და ყველა დაბრკოლებას გადალახავ; რომ სითამამემ სწორი გეზი უნდა გვიჩვენოს.#ერთადგავიმარჯვებთ

1751957683
დანაშაული თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს."გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში, საკუთარ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაში მოწყობილი ჰქონდა არარეგისტრირებული სახერხი საამქრო, რომლის დათვალიერების შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ე.წ. ლენტური ტიპის ხერხი ამოიღეს.ასევე, საამქროს ტერიტორიაზე ნანახი და ამოღებულ იქნა 70 ცალი წიწვოვანი ჯიშის ხის მორი.გამოძიება სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 287- ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

1751956987
"წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებული არიან: წარსულში ნასამართლევი, 1995 წელს დაბადებული ლ.ა., 2006 წელს დაბადებული გ.მ., 2007 წელს დაბადებული დ.ბ., 2008 წელს დაბადებული დ. მ., 2008 წელს დაბადებული გ. ჯ., 2008 წელს დაბადებული ს.შ., 2010 წელს დაბადებული მ. ხ., 2010 წელს დაბადებული ზ.ო., და 2011 წელს დაბადებული ა.რ.დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანმა მ.ხ.-მ, ასევე არასრულწლოვანი ა.ხ. მოტყუებით წაიყვანა თბილისში, ერთ-ერთ მეტროსადგურთან ახლოს მდებარე მიტოვებულ შენობაში, სადაც ა.ხ.-ს სხვა ბრალდებული პირები დახვდნენ.ადგილზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, დაკავებულებმა ა.ხ.-ზე ფიზიკურად იძალადეს, ასევე, ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ფიზიკური და ფსიქიკური იძულების და ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო მობილური ტელეფონით გადაიღეს.სამართალდამცველებმა ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ცივი და პნევმატური იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

1751918055
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაცია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის შემზღუდავ კანონმდებლობასთან და მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებებთან დაკავშირებით.განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რვა წამყვანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს, რომელთა უმრავლესობას პატიმრობა მიუსაჯეს. ასევე, ბოლო თვეებში ათეულობით მომიტინგე დააკავეს.„ჩვენ ღრმა შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ბოლოდროინდელ დაკავებებსა და გასამართლებებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს ბოლოდროინდელი კანონმდებლობა, რომელიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურ მუშაობას. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები დემოკრატიისა და კანონის უზენაობის საფუძველია“, – აღნიშნულია ეუთო/ოდირის დირექტორის მარია ტელალიანის განცხადებაში.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეუთო/ოდირმა გასულ წელს იურიდიული შეფასების ჩარჩოებში საქართველოს ურჩია, გაეუქმებინა ე.წ. უცხოური აგენტების კანონი და გააფრთხილა, რომ ახალი კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას შეზღუდავდა.ამასთან, ეუთო/ოდირის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ოფისის მოწვევას მომავალი ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად. ეს წარმოადგენს გამონაკლისს საქართველოს ბოლო ოცი წლის განმავლობაში მუდმივი პრაქტიკისგან“.მიუხედავად ამისა, ეუთო/ოდირში აცხადებენ, რომ მზად არიან სადამკვირვებლო მისიის გასაგზავნად, „თუ ხელისუფლება დროულად გამოაგზავნის მოწვევას გამჭვირვალობისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი საზოგადოებრივი ნდობის ამაღლების მიზნით“.

1751917929
11:00 საათზე - "საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება", "ევროპული პარადიგმა", "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა", "ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის" და არასამთავრობო ორგანიზაციები ბრიფინგს გამართავენ.მისამართი: რუსთაველის გამზირი 21 12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული ზვიად ცეცხლაძის და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება. 12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობისთვის, აქციაზე დაკავებული დავით ხომერიკის სასამართლო პროცესი გაიმართება. 15:00 საათზე - სააპელაციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საპროტესტო აქციაზე დაკავებულების გიორგი კუჭუაშვილის და დავით კოლდარის სასამართლო პროცესი გაიმართება.

1751917922
კუროარაკეთილგანწყობილი ადამიანების მცდელობის მიუხედავად, ეცადეთ, უარყოფით ემოციებს არ აჰყვეთ. შეიძლება საინტერესო, პერსპექტიული პროექტები შემოგთავაზონ, რაც დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. ეს დღე იდეალურია სპორტისა და ფიზიკური აქტივობისთვის.ტყუპებიდაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად ზედმეტი პრინციპულობა და სიჯიუტე არ გამოგადგებათ — უმჯობესია უფრო მშვიდი და მოქნილი ტაქტიკა აირჩიოთ. ახალი ნაცნობობა საინტერესო იქნება და დიდხანს გაგრძელდება.კირჩხიბიპროფესიულ სფეროში თქვენგან მაქსიმალური ძალისხმევას და შემოქმედებით აზროვნებას ელიან და ეცადეთ კოლეგებს იმედი არ გაუცრუოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღის მეორე ნახევარში იმპულსურად მოქმედებას მოერიდოთ და საკუთარი სიტყვები და მოქმედებები აკონტროლოთ.ლომიგამორიცხული არ არის, რომ საქმიანი პარტნიორების მხრიდან მოტყუებას შეეჯახოთ, ამიტომ საქმიანი ქაღალდები ყურადღებით გადაამოწმეთ. თავიდან აიცილეთ ნებისმიერი რისკი, ერიდეთ მასობრივ ღონისძიებებსა და ხალხმრავალ ადგილებს. საღამო სჯობს განმარტოებით გაატაროთ.ქალწულიდღის მეორე ნახევარში ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებული ნერვიულობა გელით. როგორც ყოველთვის, ბუზისგან სპილოს ქმნით და სინამდვილეში სანერვიულო არაფერია. თუ სამსახურში არსებული პრობლემები არ მოაგვარეთ, ცუდი განწყობა მთელი დღის მანძილზე გაგყვებათ.სასწორიამ დღეს სამსახურში ყველა წესი და შეთანხმება უნდა დაიცვათ და ექსპერიმენტების ჩატარებას მოერიდოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ - ჯერ ამის დრო არ მოსულა.მორიელითქვენმა თავდაჯერებამ შეიძლება ახლობლების პროტესტი გამოიწვიოს, მაგრამ ეცადეთ ნებისმიერ კამათში კომპრომისი გამონახოთ. ცხოვრებაში ხშირად გვხვდება არასტანდარტული სიტუაციები, რომლებიც მხოლოდ მოლაპარაკებით გვარდება.მშვილდოსანიხანდაზმულ მშვილდოსნებში მოსალოდნელია თავის ტკივილი და წნევის აწევა, ამიტომ ეცადეთ, როგორც ემოციურ, ისე ფიზიკურ გადაღლას თავი აარიდოთ. ამ დღეს წესები არ უნდა დაარღვიოთ და რჩევები უნდა გაითვალისწინოთ.თხის რქაგამოიყენეთ ეს დღე ფიქრისა და ანალიზისთვის — აწონ-დაწონეთ ყველაფერი და ახალი ინფორმაცია შეაგროვეთ. სასურველია, რომ რჩევისთვის თქვენზე უფროს და გამოცდილ ადამიანებს მიმართოთ. ეცადეთ, თქვენი უნარები სასარგებლო კავშირების დასამყარებლად და ახალი თანამოაზრეების საპოვნელად გამოიყენოთმერწყულიარსებობს დამატებითი შემოსავლის წყაროების გაჩენის შანსი. მარტოხელებს ბედი გადამწყვეტ შეხვედრას უმზადებს. ეცადეთ, ეს დღე სულიერ და ზნეობრივ განვითარებას დაუთმოთ. აქტიური მოქმედებები არასასურველია. დაფიქრდით საკუთარ ცხოვრებაზე და ჩაუღრმავდით თქვენს შინაგან სამყაროს.თევზებიშთაგონება თქვენი ერთგული თანამგზავრი იქნება, ვარსკვლავების მხარდაჭერით კი შეგიძლიათ საოცნებო შედეგებს მიაღწიოთ. მათ, ვინც ხელმძღვანელ პოზიციებზეა, რთული არჩევანის გაკეთება მოუწევთ. სიმტკიცე გამოიჩინეთ, თუნდაც გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყოს. მეგობრებთან შეხვედრა და გულწრფელი საუბარი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ და ენერგიით აგავსებთ.
"ჩემი წარმატება თბილისიდან დაიწყო და პატარა ბავშვივით მიხარია ყველა განხორციელებული პროექტი და შესრულებული სამუშაო"
1751273782
ვანიკო თარხნიშვილი - ეს "დაქირავებულები" მეც დამხვდნენ სახლთან
1751814943
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების ახალი ადგილები გამოიყოფა
1750838874
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1750924284
ვანო მაჭავარიანი - ძალიან კარგად იციან, რომ მთავარი სამიზნე არის ბიძინა ივანიშვილი
1751400127