"რაისა და მისი სადაქალო, იცლიან, რეზოლუცია მიიღონ, სადაც უნდა ჩაწერონ, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და დაკავებული მოძალადეები სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლები არიან"

1752052758

ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა

1752052481

გლდანის რაიონს ორი სპორტული მოედანი შეემატება

1752051282

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირი დააკავა

1752050958

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე სასამართლომ სამი პირი დამნაშავედ ცნო

1752050706

ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

PLUS 8 წლის გახდა - როგორ ჩაიარა შოპინგის დღესასწაულმა PLUS მომხმარებლებისთვის

1751985458

5 ივლისს მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეგროვებული PLUS ქულებით პარტნიორ ობიექტებში ნებისმიერი ნივთი 50%-იანი ფასდაკლებით შეეძინათ.წლევანდელი PLUS დაბადების დღე გამორჩეულად აღინიშნა. კამპანიის სახე ბუდუ ზივზივაძე გახდა, საქართველოს ნაკრების რვა ნომერი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე არაჩვეულებრივ თამაშთან ერთად, თავი ცნობილი აღნიშვნით დაგვამახსოვრა. სიმბოლურია, რომ ბუდუ ნაკრებში 8 ნომრით თამაშობს, წელს კი PLUS 8 წლის გახდა.სწორედ ამ დღის აღსანიშნად, საქართველოს ბანკის 300-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჩაერთო, რამაც წლევანდელი დაბადების დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა. 100,000-მდე მომხმარებელმა ისარგებლა სხვადასხვა შეთავაზებებით და აისრულა დიდი ხნის ნანატრი სურვილები."5 ივლისი განსაკუთრებული დღეა, როგორც ჩვენთვის, ასევე, ათი ათასობით ჩვენი მომხმარებლისთვის და ასობით პარტნიორი კომპანიისთვის. წელს PLUS-ის დაბადების დღემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - ამ დღეს ჯამში 170,000 ათასამდე გადახდა შესრულდა PLUS ქულებით, რაც წარმოუდგენლად დიდი მასშტაბია.  ამ დღეს კიდევ ერთხელ ვიგრძენით, რომ PLUS უკვე მხოლოდ ლოიალობის პროგრამა კი არა, ყოველდღიურობის ნაწილია“- განაცხადა საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამის მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან ბიჭიაშვილმათუ წელს ვერ აღნიშნე PLUS დაბადების დღე ჩვენთან ერთად გული არ დაგწყდეს, აქედანვე დაიწყე მზადება, თვალი ადევნე საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამის შეთავაზებებს, რაც სხვადასხვა ფასდაკლებებსა და ქეშბექებს მოიცავს და ხშირად შესაძლებლობას გაძლევს 10-ჯერ და 30-ჯერ მეტი PLUS ქულა მიიღო. 

"საქართველოს ბანკსა" და პარტნიორ ბანკებს შორის მომენტალური გადარიცხვების მეთოდის  დასანერგად თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

1751977361

მომენტალური გადარიცხვების ინოვაციური მეთოდი საქართველოში პირველად ინერგება და მისი დახმარებით ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, თანხა ჩამოთვლილ ქართულ ბანკებს შორის მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით გადარიცხონ. ტრანზაქცია მიმღების ანგარიშზე მომენტალურად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს აისახება. საგულისხმოა, რომ თანხის გადარიცხვა როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე ევროსა და დოლარში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ეროვნულ ვალუტაში ერთჯერადად გადარიცხვისას მაღალი, 10 000 ლარის ოდენობის ლიმიტი იმოქმედებს. მომხმარებლები შეძლებენ  დღის განმავლობაში გადარიცხვის შესრულება შეუზღუდავი სიხშირით განახორციელონ."აღნიშნული სიახლე სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისი მეშვეობით პარტნიორ ბანკებთან ერთად  მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ, მარტივად შეასრულონ გადარიცხვები და თანხა სასურველ დროს მიიღონ. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში საქართველოს ბანკთან ერთად სამი ბანკი ჩაერთო, რითაც ჯამში ასეულობით ათას მომხმარებელს უფრო სწრაფი და ეფექტიანი საბანკო სერვისის მიღების შესაძლებლობას ვაძლევთ. ვფიქრობ, ეს ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურის ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ეტაპია და  იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა მომხმარებელმა ისარგებლოს ამ სიახლით, საჭიროა სხვა ბანკებიც ჩაერთონ ამ პროცესში. ჩვენ ამ სიახლით არ ვჩერდებით და მომავალში ამ მიმართულებით არაერთ სიახლეს შევთავაზებთ როგორც ფინანსურ სექტორს, ისე ჩვენს მომხმარებლებს“, - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი. 

6-თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

1751970571

შეთავაზება მოქმედებს Glovo-ს აპლიკაციის ნებისმიერ კატეგორიაში, ნებისმიერი ოდენობის თანხის შეკვეთაზე. მთავარია, ტრანზაქციებს შორის ინტერვალი არ იყოს 10 წუთზე ნაკლები.შეთავაზების განმავლობაში, მომხმარებლებს 50 ლარი ერთგულ ყულაბაში ერთჯერადად დაუბრუნდებათ, საიდანაც თანხის გადარიცხვა თიბისის ნებისმიერ საკუთარ ანგარიშზე შეუძლიათ.აღნიშნული შეთავაზების დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე.ასევე 7 ივლისიდან, 6 თვის განმავლობაში, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათების და ერთგული საკრედიტო ბარათების მომხმარებლებს Glovo Prime-ის გამოწერისას, გადახდილი თანხის 100% მომენტალურად დაუბრუნდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მიტანის სერვისს, სრულიად უფასოდ შეიძენენ.Glovo Prime-ის შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად გადადით  ბმულზე.აიღეთ ახალი თიბისი კონცეპტ ბარათი და ისარგებლეთ განსაკუთრებული შეთავაზებებით. 

"საქართველოს ბანკის" ორგანიზებით, AI-ის ბიზნესში გამოყენებაზე კიდევ ერთი ვორკშოპი გაიმართება

1751965568

ვორკშოპს გაუძღვება ტატა მომცემლიძე, Cluster Product Owner საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტში. მას AI-ზე დაფუძნებული ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვსაღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ამ თემაზე ჩატარებულ ვორკშოპზე - 200-ზე მეტი ბიზნესის წარმომადგენელი დარეგისტრირდა.რატომ უნდა დაესწროთ ვორკშოპს?გაეცნობით, როგორ გამოიყენოთ AI მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად;ისწავლით ხელოვნური ინტელექტის ეფექტურად დანერგვას მცირე და საშუალო ბიზნესში;გაიგებთ, როგორ ვითარდებოდა გენერაციული მოდელები და რა განსხვავებაა მათ შორის;იხილავთ მაგალითებს რეალური კომპანიებიდან — როგორ იყენებენ AI-ს ოპერაციული ამოცანების გამარტივებისთვის;შეისწავლით პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და მეთოდებს;გაიღრმავებთ ცოდნას მონაცემთა დაცვისა და სისტემის უსაფრთხოების მიმართულებით.ღონისძიება  ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდება, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ჩაერთონდისკუსიაში, სპიკერს დაუსვან კითხვები  და განიხილონ კონკრეტული ბიზნესსაჭიროებები.ღონისძიება  საქართველოს ბანკის ინოვაციურ სივრცეში, 4B ფილიალში, ალ. ყაზბეგის N15, 9 ივლისს, 17:00 – 19:00 საათზე ჩატარდებაღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.ღონისძიება საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია — ინიციატივა, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, პრაქტიკულ რესურსებსა და სხვა მრავალ აქტივობას, რაც ბიზნესს ზრდასა და განვითარებაში ეხმარება.

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
რუბიო - იმედი გვაქვს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უახლოეს მომავალში სამშვიდობო შეთანხმება მიღწეული იქნება

1752005635

"პირველად ისტორიაში, ნატოს თავდაცვის ხარჯების წილმა 5%-ს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას შორის სამშვიდობო შეთანხმება, 12-დღიანი ომი, რომელიც ამერიკული ოპერაციით დასრულდა. ჩვენ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, რომელსაც შეგვეძლო ამის მიღწევა. იმედია, ძალიან მალე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება მიღწეული იქნება. მთელ ახლო აღმოსავლეთსა და მის ინფრასტრუქტურას სირიისა და ლიბანის გამო, პოტენციალი აქვს, შეიცვალოს. და ჯერ ექვსი თვეც კი არ გასულა. ექვსი თვეც არ გასულა. ასე რომ, ეს ტრამპის ლიდერობის დასტურია“, – განაცხადა რუბიომ. 

9 ივლისის ანონსი

1752005290

12:00 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას პრესკონფერენცია გაიმართება.თემა: "ალოობის პერიოდი საქართველოში და ტენდენციები ბაზარზე: როგორია ქართული ხორბლის მოსავლის აღების მიმდინარეობა, მარცვლეულის ხარისხობრივი მაჩვენებელი და ფასები".მისამართი: კოსტავას ქ.47/57.საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24 13:00 საათზე - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N221(C კორპუსი, II სართული)

"ხელისუფლება, რომელიც ჩიხშია შესული, რომელიც იზოლაციაშია, ფიქრობს, რომ დღეს დაშინებით, ძალადობითა და დევნით შეაჩერებს ჩვენს პოლიტიკურ აქტივობას"

1751998658

მისივე თქმით, მათთან ერთად დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ბექა პაპაშვილი."როგორც ჩანს, განსაკუთრებული სამიზნე არის "ლელო" იმიტომ, რომ დღეს ერთდროულად ჩვენი პარტიის სამი მნიშვნელოვანი წევრი დააკავეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაუგებარი მიზეზებით. მე მინდა აღვნიშნო, რომ ვერანაირი მსგავსი ქმედება ვერ აგვაღებინებს ჩვენ ხელს იმ პოლიტიკურ ბრძოლაზე, რომელიც გამოცხადებული გვაქვს რუსული რეჟიმისთვის. მე მინდა აქვე განვაცხადო, რომ გარდა იმისა, რომ დღეს უკანონოდ დააკავეს ოთო ფარულავა, ლევან ჯორბენაძე და ბექა ბერიძიშვილი, ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციით, სხვა პარტიის მიმართაც განხორციელდა შესაბამისი დევნა, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ბექა პაპაშვილის და სავარაუდოდ, სხვა პირების მიმართაც. ხელისუფლება, რომელიც ჩიხშია შესული, რომელიც იზოლაციაშია, ფიქრობს, რომ დღეს დაშინებით, ძალადობითა და დევნით შეაჩერებს ჩვენს პოლიტიკურ აქტივობას.როდესაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს, ჩვენ ვთქვით, რომ ვერაფერი ვერ შეგვაშინებს, ვერ აგვაღებინებს  ხელს ამ ბრძოლაზე და დღესაც იგივე გზავნილი მაქვს - ეს ბრძოლა არ შეჩერდება და როდესაც ხელისუფლება ჩვენს შევიწროებას და სამართლებრივ დევნას შეეცდება, ჩვენ ამას ვუპასუხებთ მხოლოდ გაძლიერებით. ჩვენ დავასრულებთ ამ ქვეყანაში რუსული ხელისუფლების თარეშს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მილერი ლაგაზაურმა თანამდებობა დატოვა

1751986257

ეს უკვე მორიგი საკადრო ცვლილებაა შსს-ს სტრუქტურაში – ცოტა ხნის წინ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა ზვიად ხარაზიშვილმაც, მეტსახელად "ხარება". მისი შემცვლელი გახდა რომან ქარცივაძე.ცნობისთვის, როგორც ლაგაზაური, ისე ხარაზიშვილი სანქცირებულ პირთა სიაში არიან მოხვედრილი.სანქცირებული პირები, რომლებმაც უკვე დატოვეს თანამდებობა:ვახტანგ გომელაურისანქცია: აშშ + დიდი ბრიტანეთიდასანქცირდა: 2024 წლის აპრილიგადაადგა: 2024 წლის 28 მაისიშალვა ბედოიძესანქცია: დიდი ბრიტანეთიდასანქცირდა: 2024 წლის აპრილიგადაადგა: 2024 წლის აპრილში (შს მინისტრის მოადგილის პოსტიდან)კოკა კაციტაძესანქცია: დიდი ბრიტანეთიდასანქცირდა: 2024 წლის აპრილიშეწყვიტა საქმიანობა: 2024 წლის მაისი (სპეც. საგამოძიებო სამსახურის გაუქმების შემდეგ)გიორგი გაბიტაშვილისანქცია: დიდი ბრიტანეთიდასანქცირდა: 2024 წლის აპრილიდაკავებული პოსტი პოსტი: 2024 წლის 4 ივნისი (გენ. პროკურორიდან გადაყვანა აუდიტის სამსახურში)მილერი ლაგაზაურისანქცია: აშშ + დიდი ბრიტანეთიდასანქცირდა: 2024 წლის აპრილიგადაადგა: 2025 წლის ივლისში (გდდ-ს დირექტორის მოადგილის პოსტიდან)მირზა კეზევაძესანქცია: აშშ (Global Magnitsky) + დიდი ბრიტანეთიდასანქცირდა: 2024 წლის 19 დეკემბერს (დიდი ბრიტანეთი — დაწესდა 2025 წლის 10 აპრილს)გადაადგა: 6 ივლისს დადასტურდა, რომ პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს (გდდ-ს დირექტორის მოადგილის პოსტიდან)

"ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს მარტო იზოლაციაში და პარალელურად, აკეთებს ალიანსებს სირანთან, ჩინეთსა და რუსეთთან"

1751981631

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ემუქრება ამერიკას, რომელიც 30 წელზე მეტია დგას საქართველოს გვერდით, იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და  ტერიტორიულ მთლიანობას."კოალიციის სახელით მინდა, გამოვეხმაურო "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელ საბოტაჟს ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან წინააღმდეგ. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ამერიკის ელჩის ინტერვიუ "რადიო თავისუფლებასთან", რომელმაც ცხადად გამოაჩინა, თუ როგორ მოქმედებს "ქართული ოცნება" და რა განზრახვები აქვს მას საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ამერიკის ელჩის ინტერვიუდან ჩვენ ვნახეთ, რომ "ქართული ოცნება" ემუქრება ამერიკას, ქვეყანას, რომელიც 30 წელზე მეტია, დგას საქართველოს გვერდით, იცავს ჩვენს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას. ქვეყანა, რომელიც არის მსოფლიოში პირველი, ქვეყანა, რომელიც იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც დღეს გაუქმებულია.ამ ინტერვიუდან ჩვენ გავიგეთ, რომ ამერიკაში ბიზნესმენები, რომლებიც აპირებდნენ საქართველოში ინვესტიციების შემოტანას, გაუქმებულია და გაჩერებულია, ანუ, "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს მარტო იზოლაციაში და პარალელურად, აკეთებს ალიანსებს სირანთან, ჩინეთსა და რუსეთთან. ეს არის ცალსახა საბოტაჟი, რასაც "ქართული ოცნება" მიმართავს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის თავდასხმა ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე - გერმანიის ელჩზე, ბრიტანეთის ელჩზე. ეს თავდასხმები არ არის კონკრეტულ ადამიანებზე, არამედ ეს სახელმწიფოებზე თავდასხმაა. "ქართული ოცნება" გვტოვებს მარტო რუსეთთან, ირანთან და გვტოვებს მარტო ჩინეთთან. ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ძალა, რომელიც გვაქვს პროდასავლურ პარტიებს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. მიუხედავად გამოწვევებისა, ისინი ყოველთვის დგანან ქართველი ხალხის გვერდით", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

7-ქალას ევროპული თავგადასავალი - ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად

1751977693

ხორვატიასა და გერმანიაში, ორ ეტაპად გამართულ ტურნირზე, ჩვენმა გუნდმა ერთი, სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა იტალიის ნაკრებთან. მიუხედავად იმისა, რომ წელს ევროპის 12-გუნდა ელიტაში ადგილის შენარჩუნება ვერ მოხერხდა, გაჩნდა იმედი, რომ მალე, ქართველი გოგონები ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდებიან.ევროპული ტურნედან დაბრუნების შემდეგ, განვლილი ტურნირის შესახებ შეფასება გააკეთა 7-ქალა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ჯაბა მალაღურაძემ."რა შედეგითაც არ უნდა დაგვესრულებინა ტურნირი, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მონაწილეობა არის არა უბრალოდ ფაქტი, არამედ - ისტორიული ფაქტი. აქედან გამომდინარე, ეს უკვე დიდ მიღწევად მიმაჩნია.ტურნირი იყო საკმაოდ რთული. ვთამაშობდით 12 უძლიერეს გუნდს შორის და მოვიპოვეთ ერთი გამარჯვება  - იტალიასთან, რაც, ასევე, ისტორიული ფაქტია.ჩვენი მიზანი იყო, დავრჩენილიყავით ამ დივიზიონში, შეგვენარჩუნებინა ადგილი, თუმცა, ვფიქრობ, წარმატება არ უნდა გაიზომოს დივიზიონში დარჩენა-არდარჩენით. ვთვლი, რომ ჩვენ ბევრ საზომს ვაკმაყოფილებთ.კარგად გვესმის, რომ ეს არ არის ფინიში; ეს გზაა, რომელსაც ქალთა რაგბი გადის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეს ტურნირიც და ეს წელიც, არის მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად.ზუსტად ვიცით, რომ ხვალ უფრო ძლიერები ვიქნებით, რადგან გვაქვს დიდი სურვილი და მიზანი - ხვალ ტოლი არ დავუდოთ მათ, ვინც დღეს ჩვენზე ძლიერი იყო. მთავარია, გვჯეროდეს“ - ამბობს ჯაბა მალაღურაძე.უკვე 10 წელია, თიბისი ქართული რაგბის მთავარი პარტნიორი და მხარდამჭერია. ქართველი მორაგბე გოგონების ისტორია კი, ნამდვილად შთამაგონებელი და მამოტივირებელია, რადგან მათ არაერთხელ დაამტკიცეს - მთავარია გჯეროდეს და ყველა დაბრკოლებას გადალახავ; რომ სითამამემ სწორი გეზი უნდა გვიჩვენოს.#ერთადგავიმარჯვებთ