10:00 საათზე - "ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო“ ყოველწლიურ საახალწლო გამოფენას გამართავს. საზოგადოებრივი ღონისძიება აერთიანებს საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ადგილობრივ ხელოვანებს.

მისამართი: თელავის ქ.20, „შერატონ მეტეხი პალასი“.

საკონტაქტო პირი: ნანუკა ალავიძე - 593524324

11:00 საათზე - "ევროპის უნივერსიტეტში“ კონფერენცია - "ინფექციური პათოლოგიების მულტიდისციპლინური ხედვა - დიაგნოსტიკა, თერაპია, პრევენცია" გაიმართება.

მისამართი: დ.სარაჯიშვილის გამზირი 17, "ევროპის უნივერსიტეტის“ B კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი 702.

საკონტაქტო ნომერი: 595 80 15 87

 

16:00 საათზე - სასტუმრო "ბილტმორში“ ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ადვოკატებს შეხვდება.

თემა: ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატისა და მისი გუნდის წარდგენა.