ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში გამართულ საპროტესტო აქცია-მსვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ერთი წელია, ქართველი ხალხი იცავს თავის უფლებებს, თავისუფლებასა და დემოკრატიას დაშინების, ძალადობისა და რეპრესიის მიუხედავად. ვერცერთი მთავრობა ვერ შეძლებს მათი მოწოდების იგნორირებას.

ქართველი ხალხის ხანგრძლივი მეგობარი – ნიდერლანდები აღიარებს მათ გამძლეობასა და ერთგულებას თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსადმი“, – აღნიშნულია განცხადებაში.