10:00 საათზე - სასტუმრო „პულმანში“, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების საერთაშორისო საბჭოს - ISTQB-ის გლობალური კონფერენცია გაიმართება.

მისამართი: ჭავჭავაძის გამზ.37მ

საკონტაქტო ნომერი: 599329018

10:30 საათზე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე უპასუხებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 5

საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია 551 633 644

 

11:00 საათზე - "ძლიერი საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა ჩერქეზიშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „გურამიშვილის გამზირზე ნომერ 5-ში მდებარე მძიმე ავარიულ შენობაში „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ ოფისი გახსნა“.

მისამართი: გურამიშვილის 5, ყოფილი კინო საქართველოს წინ.

საკონტაქტო პირი: გიგლა თუმანიშვილი 577 11 80 81

 

13:00 საათზე - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის, სპორტისა და დიასპორის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი, (C კორპუსი, V სართული)

 

13:00 საათზე - კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერების, ირაკლი კუპრაძის, ალეკო ელისაშვილის და ტატა ხვედელიანის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „ქართული ოცნების“ სამომავლო კორუფციული გეგმები. თბილისის ცენტრში მდებარე მორიგი ბიზნესსაბადო, რომლის ხელში ჩაგდებასაც „ოცნება“ კიდევ ერთ საარჩევნო ვადაში გეგმავს“.

მისამართი: თაბუკაშვილის 25-ის მიმდებარე ტერიტორია.

საკონტაქტო პირი: თამარ გედევანიშვილი 599 30 36 36

 

16:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის გელა უძილაურის სასამართლო პროცესი გაიმართება.