ვერძი
დღე ენერგიულად დაიწყება. წარმატებას მიაღწევთ იმ საქმეებში, რომლებიც დიდი ხანია გადადებული გაქვთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა ან საინტერესო სიახლე გელოდებათ.

კურო
ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.

ტყუპები
კომუნიკაციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დღეა. ახალი ნაცნობობა ან მნიშვნელოვანი ზარი სასარგებლო შესაძლებლობას გაგიხსნით. იდეების განხორციელება წარმატებით დაიწყება.

კირჩხიბი
საკუთარ ჯანმრთელობასა და დასვენებას მეტი ყურადღება დაუთმეთ. სამსახურში მოთმინება დაგეხმარებათ დაძაბული სიტუაციების თავიდან აცილებაში.

ლომი
დღე თქვენს სასარგებლოდ განვითარდება. შეძლებთ ლიდერული თვისებების გამოვლენას და გარშემომყოფების მხარდაჭერის მოპოვებას. სიყვარულშიც სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.

ქალწული
პრაქტიკული მიდგომა საუკეთესო შედეგს მოგიტანთ. ნუ გადაიღლებით წვრილმანებზე ფიქრით — ზოგჯერ მოვლენებს ბუნებრივი განვითარება სჭირდება.

სასწორი
კრეატიული იდეები და ახალი პროექტები წარმატების საფუძველი გახდება. კარგი დროა მეგობრებთან ურთიერთობისა და სამომავლო გეგმების დასაწყებად.

მორიელი
სამუშაოსა და ოჯახურ საკითხებს შორის ბალანსის დაცვა მოგიწევთ. ემოციების კონტროლი დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სწორად მიღებაში.

მშვილდოსანი
ახალი გამოცდილებისა და მოგზაურობის სურვილი გაგიძლიერდებათ. სასარგებლო ინფორმაციის მიღება ან ახალი ცოდნის შეძენა მომავალში დიდ უპირატესობას მოგცემთ.

თხის რქა
ფინანსური საკითხების მოწესრიგებისთვის ხელსაყრელი დღეა. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს და ყურადღება გაამახვილეთ გრძელვადიან გეგმებზე.

მერწყული
დღე პარტნიორულ ურთიერთობებში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს. თანამშრომლობა და კომპრომისი საუკეთესო შედეგს მოგიტანთ როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში.

თევზები

დღე ნაყოფიერი იქნება ყოველდღიური საქმეების დასასრულებლად. ინტუიციას ენდეთ - ის სწორ გზას გაჩვენებთ. საღამოს მშვიდი გარემო ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.