შრი-ლანკაში ციკლონ "დიტვას“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 607-მდე გაიზარდა, 214 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 

კატასტროფების მართვის ცენტრის ინფორმაციით, სტიქიურმა უბედურებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 586 464 ოჯახიდან 2 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა. განადგურებულია 4 164 სახლი, 67 505 საცხოვრებელი კი ნაწილობრივ დაზიანებულია.

მედიის ინფორმაციით, მეტეოროლოგიის დეპარტამენტი ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში 9-11 დეკემბერს ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონური პირობების გამო ნალექის ზრდას პროგნოზირებს.

კანდის, კეგალეს, კურუნეგალას, მატალეს და ნუვარა ელიას რაიონებში მეწყრის საფრთხის შესახებ მესამე დონის ადრეული გაფრთხილება უკვე გაცემულია.