უნდა გავზარდოთ ჩვენი აქტივები ევროპაში. ეს არის განახლებადი ენერგია და ბირთვული ენერგია, რადგან ისინი ადგილობრივი წარმოებისაა, უფრო იაფი და საიმედოა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე თემა, სადაც მეტი დამოუკიდებლობაა საჭირო, არის თავდაცვა და უსაფრთხოება.

“უნდა შევამციროთ ჩვენი ზედმეტი დამოკიდებულება კონკრეტულად სამ სფეროში. პირველი არის ენერგეტიკა. ჩვენ ძალიან ზედმეტად ვართ დამოკიდებული იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე და, შესაბამისად, ყოველთვის ვართ დამოკიდებული არასტაბილურ გლობალურ ბაზრებზე. უნდა გავზარდოთ ჩვენი აქტივები ევროპაში. ეს არის განახლებადი ენერგია და ბირთვული ენერგია, რადგან ისინი ადგილობრივი წარმოებისაა, უფრო იაფი და საიმედოა.

მეორე თემა, სადაც მეტი დამოუკიდებლობა გვჭირდება, არის თავდაცვა და უსაფრთხოება. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობები, რათა შევძლოთ საკუთარი თავის დაცვა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ერევანში პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იხსნება.