რუსი ოკუპანტების მიერ დნიპროზე სარაკეტო დარტყმის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, ასზე მეტი დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დიდი რაოდენობით სახლები დაზიანდა, ასევე დაზიანდა სკოლები.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსები სამგზავრო მატარებელსაც კი დაესხნენ, რომელიც ამ მარშრუტზე მოძრაობდა.

თავის მხრივ დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ 174 ადამიანი დაშავდა, მათგან დაახლოებით ასი საავადმყოფოში რჩება.