საფრანგეთი გმობს "ქართული ოცნების“ ავტორიტარულ გადახვევას, 2024 წლის არც თავისუფალი, არც სამართლიანი არჩევნების შემდეგ, - ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ბენჟამინ ჰადადი წერს.

"საქართველოში ოპოზიციის რეპრესია ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და გიორგი ვაშაძის დაპატიმრებით და გასამართლებით, მიუღებელია.

საფრანგეთი გმობს "ქართული ოცნების“ ავტორიტარულ გადახვევას, 2024 წლის არც თავისუფალი, არც სამართლიანი არჩევნების შემდეგ", - წერს  ბენჟამინ ჰადადი.

24 ივნისს "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ თავისუფლების 7 თვით აღკვეთა მიესაჯა. ამავე ბრალდებით, 23 ივნისს დააკავეს "ძლიერი საქართველოს" ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ასევე, 23 ივნისს, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. ყველა მათგან აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.