ვინც არ უნდა ჩაანაცვლოს კობახიძე, პირდაპირ გეტყვით, არაფერი სასიკეთო არ იქნება იმიტომ, რომ 11 წლის წინ მე კობახიძეს და ღარიბაშვილს სხვებთან ერთად ვუთხარი, რომ მათი ეს საკადრო ცვლილებები არაფერს კარგს არ მოუტანდა ქვეყანას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა საკადრო ცვლილება არის ბიძინა ივანიშვილის კარის თამაში.

"ვინც არ უნდა ჩაანაცვლოს კობახიძე, პირდაპირ გეტყვით, არაფერი სასიკეთო არ იქნება იმიტომ, რომ 11 წლის წინ მე კობახიძეს და ღარიბაშვილს სხვებთან ერთად ვუთხარი, რომ მათი ეს საკადრო ცვლილებები არაფერს კარგს არ მოუტანდა ქვეყანას, ჩიხიდან გამოსავალი ამ ცვლილებებით ვერ მოვა, მით უმეტეს ვერ მოვა დღეს, როდესაც დააქციეს ქვეყანა.

საკადრო ცვლილება ბევრი მოხდა, მაგრამ ყველა არის ივანიშვილის კარის თამაში, არცერთი გადაწყვეტილება, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ ემსახურება საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს. ყველაფერი არის იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა და ივანიშვილმა გადაირჩინოს თავი და თავიანთი ნაძარცვი გადაარჩინონ. გინდ პატარაძე განიხილონ და გინდ, ნებისმიერი სხვა, არცერთი ცვლილება კარგს არ მოუტანს ქვეყანას. სასაცილოდ არ მყოფნის, ნეტა, არ ვიცნობდე და არ ვიცოდე, რა ბედოვლათები არიან. ამათ როგორ გავაკარებთ პოლიტიკას. მე კი ვიცი, სად არის ამათი ადგილი, მაგრამ ვაი, საქართველო, რომ ამ უკურნებელი შავი ჭირისგან ვერ გათავისუფლდა", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.