მე ვუშვებ, რომ ივანიშვილს რომ მოუნდეს, გააჩერებდა ერთ და მეორე მხარესაც და დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, ორივე მხარეს აუნთო წითელი, ან თავისი პასიურობით, ან ნიშნებით, ან ისევ წერილებით. ეს ნიშნავს, რომ ის დიდად არ არის შეწუხებული იმით, რაც ხდება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება უშუალოდ ღარიბაშვილის განცხადებებს, აქ ჩანს, რომ სახელმწიფოში არ არსებობს არცერთი ინსტიტუცია, რომელიც სანდოა.

"ნებისმიერი ასეთი კონფლიქტის ერთ დღეში, თუ ერთ წუთში დასრულება შეუძლია ივანიშვილს, ამ კონფლიქტით დისკომფორტი რომ ექმნებოდეს. მე ივანიშვილის მხრიდან ვერ ვხედავ ამის მცდელობას. შათირიშვილის ერთ-ერთ წერილში მაინც გაუშვებდა სიგნალს, რომ დასრულებულიყო ეს ყველაფერი, ან ისევ ფარული წერილებით გააკეთებდა ამას.

მე ვუშვებ, რომ ივანიშვილს რომ მოუნდეს, გააჩერებდა ერთ და მეორე მხარესაც და დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, ორივე მხარეს აუნთო წითელი, ან თავისი პასიურობით, ან ნიშნებით, ან ისევ წერილებით. ეს ნიშნავს, რომ ის დიდად არ არის შეწუხებული იმით, რაც ხდება.

რაც შეეხება უშუალოდ ღარიბაშვილის განცხადებებს, აქ ჩანს, რომ სახელმწიფოში არ არსებობს არცერთი ინსტიტუცია, რომელიც სანდოა. როცა ყოფილი პრემიერი ამხელა განცხადებას აკეთებს ახლანდელ პირველ პირებზე, ეს საყურადღებო კი არა, უკვე საგანგაშოა, ეს აჩვენებს ამ ქვეყნის პოლიტიკური ველის ვითარებას", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.