ახლა ჩვენ რასაც თვალს ვადევნებთ, მთლიანობაში, სახელმწიფო მართვის კრიზისია, შიდა კონფლიქტები უკვე გახდა ძალიან ღია, საჯარო და ეს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების დონეზე ინსტიტუციურ კონფლიქტს აჩვენებს, - ამის შესახებ "მართლმსაჯულების სახლის" დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს შიდა ბრძოლაა და ეს ხდება იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში უდიდესი პრობლემებია.

"კობახიძის ირგვლივ უკვე იმდენი რამ გროვდება, რომ 3 თვის შემდეგ მკითხეთო, კი უთხრა ჟურნალისტს, მაგრამ ვეჭვობ სამი თვე იყოს საჭირო, შემდეგი კითხვის დასმისთვის. 

ახლა ჩვენ რასაც თვალს ვადევნებთ, მთლიანობაში, სახელმწიფო მართვის კრიზისია, შიდა კონფლიქტები უკვე გახდა ძალიან ღია, საჯარო და ეს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების დონეზე ინსტიტუციურ კონფლიქტს აჩვენებს, რომელიც პიროვნული კონფლიქტიდან მომდინარეობს. ამის სარჩული არის გავლენების შენარჩუნება, ვის ვისზე მეტი ავტორიტეტი აქვს, თუ ვის მეტი მხარდამჭერი ჰყავს, რაღაც კვლევების გამო ბრძოლა და ა.შ. ეს შიდა ბრძოლაა და ეს ხდება იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში უდიდესი პრობლემებია. ეს არის კლანების მორიგი დაპირისპირება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.