კონკრეტულად ამ ალიანსში აბსოლუტურად არასაქმიანი გარემოა შექმნილი, ამიტომაც იქ ყოფნა-არ ყოფნას დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია, - ამის “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობაზე" თავდასხმებს, ეს ამ პარტიისთვის არც ახალი და არც მოულოდნელია.

"კონკრეტულად ამ ალიანსში აბსოლუტურად არასაქმიანი გარემოა შექმნილი, ამიტომაც იქ ყოფნა-არ ყოფნას დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია.  რაც შეეხება ამ თავდასხმებს - ეს თავდასხმები მუდმივად მიმდინარეობდა და, რა თქმა უნდა, არაფერი მოულოდნელი არ არის. ეს კონკრეტული ადამიანები მუდმივად დაკავებული არიან "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის კრიტიკით, ეს მათი საქმეა, ასე არიან მომართულები, რომ შეურაცხმყოფელი თავდასხმები მომართონ "ნაციონალური მოძრაობისკენ" და მისი ლიდერების წინააღმდეგ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ დიახაც, ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც იწვევს გაღიზიანებას. 

ძალიან საინტერესოა, 2012 წლამდე, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, რატომ აფასებდნენ სხვანაირად და ახლა რომ ოპოზიციაში არიან, რატომ გახდნენ აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციების მქონეები", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.