თბილისის საქალაქო სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი გიორგი უძილაური პატიმრობაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო, რითაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დღეიდან საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.

გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. მას ბრალდება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.