მოსამართლემ უარი განაცხადა სასამართლო სხდომაზე ჩემს დასწრებაზე, არგუმენტით: “ძებნილია და ამიტომ არ ჩავრთავთო”, - ამის შესახებ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისივე თქმით, მასაც ეს კითხვა აწუხებს - თუ რატომაა ის ძებნილი.

"მოსამართლემ უარი განაცხადა სასამართლო სხდომაზე ჩემს დასწრებაზე, არგუმენტით: “ძებნილია და ამიტომ არ ჩავრთავთო”. მეც მხოლოდ ეს უნდა მეკითხა: რატომ ვარ ძებნილი, ან რის გამო მასამართლებენ?! „რუსულ ოცნებას“ მინდა ვუთხრა: შაპიტოს ცირკიც აღარ ხართ“, - წერს ირაკლი შაიშმელაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში  4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ბერიძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას არ ესწრება ორი ბრალდებული:ირაკლი შაიშმელაშვილი და პაატა ბურჭულაძე.