სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი აქ ყოფნა. დასვენების და მოდუნების უფლება არ გვაქვს, -  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა გაიგოს მთელმა მსოფლიომ, რომ საქართველო არ აღიარებს ამ არჩევნებს.

"სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია ჩვენი აქ ყოფნა. დასვენების და მოდუნების უფლება არ გვაქვს, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაში ივანიშვილმა, რომელიც არის თავიდან ბოლომდე ჩამოკიდებული რუსეთზე, საქართველოს მოქალაქეებს წაართვა ის ნება, რომელიც გულისხმობდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამიტომ, ყველას მინდა ვუთხრა, რომ გამოვიდნენ გარეთ და უნდა გვესმოდეს, რომ აქცია, მოძრაობა, ყველაფრის კეთება არის უმნიშვნელოვანესი. უნდა გაიგოს მთელმა მსოფლიომ, რომ საქართველო არ აღიარებს ამ არჩევნებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

თბილისში ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ.