ივანიშვილს კარგად ესმის, ამგვარ საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაში ის მარტო დიდხანს ვერ გაძლებს და მოუწევს იმ ერთადერთ დათმობაზე წასვლა, რასაც ჩვენ მივიღებთ. ეს არის ხელახალი არჩევნები, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, წნეხი და პასუხისმგებლობები გიორგი კალანდარიშვილმა პირადად უნდა იგემოს.

"აქციების სიმძიმის ცენტრი ცესკოსთან უნდა გადავიტანოთ, რომ ცესკოც მიხვდეს, კალანდარიშვილი პირადად იქნება პასუხისმგებელი ამ ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის წინაშე ჩვენი ევროპული მომავლის მოპარვის დანაშაულში. ეს წნეხი მან პირადადაც და ინსტიტუციურადაც უნდა იგრძნოს.  

ჩვენ თუ ვიმოქმედებთ ერთიანად, თუ არ მივეცემით ნიჰილიზმს და გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან წარმატებით მუშაობას, აუცილებლად, ყველაფერი გამოგვივა, ივანიშვილი დარჩება მარტო. მარტო დარჩენა ივანიშვილისთვის არის უდიდესი პრობლემა, იმიტომ, რომ მასაც კარგად ესმის - ამგვარ საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაში ის დიდხანს ვერ გაძლებს და მოუწევს იმ ერთადერთ დათმობაზე წასვლა, რასაც ჩვენ მივიღებთ, ეს არის ხელახალი არჩევნები", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.