ჩვენი პასუხისმგებლობაა, დავასრულოთ მოღალატე რეჟიმი და სახელმწიფო ჩავაყენოთ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს მოქალაქეთა სამსახურში, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესს.

"საქართველოს მოღალატე ხელისუფლების რუსული პროპაგანდა “მეორე ფრონტისა” და “გლობალური ომის პარტიის” შესახებ არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დისკრედიტაციით, ის მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესს და ემსახურება რუსეთის იმპერიალისტურ ამოცანებს.

ჩვენი პასუხისმგებლობაა, დავასრულოთ მოღალატე რეჟიმი და სახელმწიფო ჩავაყენოთ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს მოქალაქეთა სამსახურში", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.