არანაირი შანსი არ არსებობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" გადატეხოს რაიმენაირად ის დამოკიდებულება, რომელიც არის ჩვენს დასავლელ პარტნიორებში, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ იცის, რომ არჩევნები გაყალბდა, ყველამ იცის, რომ ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ აქვს და არც ექნება.

"არანაირი შანსი არ არსებობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადატეხოს რაიმენაირად ის დამოკიდებულება, რომელიც არის ჩვენს დასავლელ პარტნიორებში. ყველამ იცის, რომ არჩევნები გაყალბდა, ყველამ იცის, რომ ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ აქვს და არც ექნება. ჩვენ, დღეს ერთმანეთს, კიდევ ერთხელ, დავუდასტურეთ, რომ პარლამენტში არავინ შევდივართ. ლეგიტიმაცია ვერ ექნება პარლამენტს, რომელიც გაყალბებული არჩევნებით მოვიდა და სადაც ოპოზიცია უბრალოდ არ შედის, ეს დასავლეთმა ძალიან კარგად იცის, მთავარია, ჩვენ თვითონ დავიჯეროთ ჩვენი ძალა და ის, რომ ყველაფრის შეცვლა შეგვიძლია, მიუხედავად იმისა, რას აკეთებს ქოცური პროპაგანდა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

თბილისში, მეტროსადგურებიდან – “სახელმწიფო უნივერსიტეტი” და “მარჯანიშვილი” ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია-მსვლელობა იწყება.