საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენ თავს უნდა ვუთხრათ, როდესაც გიბედავენ ასე გათელონ შენი ფუნდამენტური უფლებები, შენი ქვეყნის ინტერესები, მოდის დრო, რომ გადიხარ ქუჩაში და აიძულებ ხელისუფლებას ჩამოშლას, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქუჩის პროტესტი არის, ის ცენტრალური ხაზი, რომელიც ჩამოშლის ამ სისტემას.

"ჩვენ ყველამ, საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენ თავს უნდა ვუთხრათ, როდესაც გიბედავენ ასე გათელონ შენი ფუნდამენტური უფლებები, შენი ქვეყნის ინტერესები, მოდის დრო, რომ გადიხარ ქუჩაში და აიძულებ ხელისუფლებას ჩამოშლას. ჩვენ "კოალიცია ცვლილებისთვის“ და ზოგადად პროდასავლური პარტიების ერთობა ვამბობთ, რომ ქუჩაში, ქუჩის პროტესტი არის, ის ცენტრალური ხაზი, რომელიც ჩამოშლის ამ სისტემას, ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ძალიან ბევრი კონკრეტული რამ გვაქვს ჩაფიქრებული, მთავარია, ყველამ ვიცოდეთ, რომ ბევრად უფრო ძლიერები ვართ და მტკიცედ ვიბრძოლებთ, რომ ჩამოვშალოთ სისტემა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.