შედეგი იქნება მაშინ, როცა ქვეყანაში ჩატარდება ახალი არჩევნები და შეიცვლება ხელისუფლება. ამ შედეგის მიღწევამდე მთელი რიგი ნაბიჯები იქნება გადადგმული, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი აქტიურობა გაგრძელდება მუდმივად, სანამ ივანიშვილი არ იქნება ხელისუფალი თვითგამოცხადებული ამ ქვეყნისა

"შედეგი იქნება მაშინ, როცა ქვეყანაში ჩატარდება ახალი არჩევნები და შეიცვლება ხელისუფლება. ამ შედეგის მიღწევამდე მთელი რიგი ნაბიჯები იქნება გადადგმული, რომელიც იდგმება ყოველდღიურად. ქართული საზოგადოების აქტიურობა არის უმნიშვნელოვანესი, დღეს ვხედავთ ასეთ აქტიურობას და ეს გაგრძელდება ხვალ, ზეგ და ასე იქნება მუდმივად, სანამ ივანიშვილი არ იქნება ხელისუფალი თვითგამოცხადებული ამ ქვეყნისა, - განაცხადა ნიკა მელია.

თბილისში, მეტროსადგურებიდან – “სახელმწიფო უნივერსიტეტი” და “მარჯანიშვილი” ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.