შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთი ქსელური მარკეტის ფილიალში შეიჭრა, მოლარე-ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დაეუფლა სხვადასხვა ნივთს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.