მსვლელობის - "რეჟიმი გვწამლავს, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება" მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. 

მსვლელობის მონაწილეები ფილარმონიიდან პარლამენტამდე მივიდნენ, შემდეგ კი - მთავრობის ადმინისტრაციასთან.

ადგილზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

ცნობილია, რომ ამ დროისთვის აქციის ერთი მონაწილეა დაკავებული.