უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს, 8 დეკემბერს შესაძლოა, ლონდონს ეწვიოს.

"ალბათ, ლონდონში წავალ. ვფიქრობ, შეხვედრა, სავარაუდოდ, ორშაბათს გაიმართება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მოუთმენლად ელის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით აშშ-ში მყოფ უკრაინის დელეგაციასთან საუბარს.

"ჯერ კიდევ ველოდები აშშ-სთან, ჩვენს გუნდთან საუბარს იქ, აშშ-ში. და თუ ყველაფერი კარგად წავა, ლონდონში ვიქნებით“, - აღნიშნა მან.

ზელენსკიმ დასძინა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი მას ამერიკელებთან მოლაპარაკებების შესახებ ტელეფონით მოახსენებს.