რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.

როგორც ცნობილია, ავტომობილი გზაზე არსებულ ბეტონის ჯებირს შეეჯახა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.