11:00 საათზე - "კომუნიკაციების კომისიაში "ძლიერი საქართველოს" საჩივარი შევა, რასთან დაკავშირებითაც გიორგი სიორიძე, ანა ნაცვლიშვილი და თორნიკე ართქმელაძე ბრიფინგს გამართავენ.

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი 50. (კომუნიკაციების კომისია)

13:00 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები. ლარის კურსი. ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენცია".

მისამართი: კოსტავას 47/57.

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

 

14:00 საათზე - „საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის საზოგადოებათა კავშირის“ თავმჯდომარე ნანა წითელაშვილი, კავშირის წევრები - გია სულაქველიძე და თეიმურაზ შენგელია საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პრესკლუბში ბრიფინგს გამართავენ.

თემა: "საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, რეალობა და პერსპექტივები"

მისამართი: აკაკი წერეთლის 116 („დიდუბე პლაზა“, მეოთხე სართული)

 

17:00 საათზე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩადების ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.