09:30 საათზე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, როსენ ჟელიაზკოვს შეხვდება.

პარლამენტი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

10:00 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანთან ვასო ურუშაძესთან ერთად ბრიფინგს გამართავს.

თემა: ოთარ ფარცხალაძის სანქცირება

მისამართი: ბროსეს #6

საკონტაქტო პირი: ვასო ურუშაძე - 599 02 40 21

 

10:30 საათზე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის და ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის როსენ ჟელიაზკოვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

პარლამენტი, B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

 

10:30 საათზე - სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, სამოქალაქო ფორუმი - "ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე" გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დარგის ექსპერტები, სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ერთად იმსჯელებენ დასმული პრობლემების ირგვლივ და შეიმუშავებენ მათი გადაჭრის გზებსა და რეკომენდაციებს.

მისამართი: თავისუფლების მოედანი #4

საკონტაქტო პირი: თამარ ინალიშვილი - 577 209 940

 

10:30 საათზე - საზოგადოებრივი ორგანიზაციები, „ღია საზოგადოების ფონდის“ ხელმძღვანელობით, ბოლო შეფასების დოკუმენტს წარადგენენ სახელწოდებით: „როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ“.

მისამართი: სასტუმრო „რედისონი“.

საკონტაქტო ნომერი: 595 566 244

 

13:00 საათზე - პარტია „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში ნიკა ჩერქეზიშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: მოსწავლეების სხვადასხვა სკოლაში ტრანსპორტირება, შეზღუდული საგაკვეთილო დრო და განათლების დაზიანებული ხარისხი.

 

14:00 საათზე - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221; (C კორპუსი, II სართული)