10:00 საათზე - გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, ბათუმში უკრაინული სახლი გაიხსნება. უკრაინული სახლის გახსნას გერმანიისა და უკრაინის საელჩოების, გაეროს განვითარების პროგრამის, „ქეა კავკასიას“, ევროკავშირის, დიპლომატიური მისიებისა და უკრაინული თემის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მისამართი: ბათუმი, 26 მაისის ქუჩა, #31,

საკონტაქტო: სოფო ჭიჭინაძე - 599 196907; ელენე საყვარელიძე - 599 003944

10:30 საათზე - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე იგორ ნარმანია უპასუხებს.

საკონტაქტო პირი: იგორ ნარმანია 598 774 977

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 5

 

11:00 საათზე - “ევროპის უნივერსიტეტში” მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ყოველწლიური კონფერენცია “მტკიცებულებიდან პრაქტიკამდე“ გაიმართება, რომელშიც სხვადასხვა რეგიონის ასობით ექიმი მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციას დაესწრებიან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მისამართი: დ. სარაჯიშვილის გამზირი 17, (კონიაკის დასახლება), “ევროპის უნივერსიტეტის” B კორპუსი, აუდიტორია 702.

საკონტაქტო პირი:  რაულ ქირია - 577 22 22 80