10:00 საათზე - პარლამენტში „2003 -2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (კორპუსი A, III სართული, ოთახი N304).

10:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

10:30 საათზე - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე უპასუხებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი, მეორე გასასვლელი #4 სართული 1

საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია - 551 633 644

 

12:00 საათზე - მცხეთის რაიონულ სასამართლოში, თიანეთში ქმრის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 25 წლის ქალის საქმის განხილვა გაგრძელდება. სხდომაზე, ბრალდებული საბოლოო სიტყვით მიმართავს მოსამართლეს.

მისამართი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ.№17

საკონტაქტო: 598 997 328, გვანცა ჯოჯუა, ადვოკატი, „უფლებები საქართველო“; 599 427 737, გიორგი სელიმაშვილი, PR მენეჯერი, „უფლებები საქართველო“.

 

12:00 საათზე - პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 307).

 

13:00 საათზე - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, ოთახი N410).

 

13:00 საათზე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამართლის დოქტორის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ გია მეფარიშვილისა და პრაქტიკოსი იურისტის, ბიზნესსამართლის მაგისტრ ნატო ტაბუცაძის წიგნის - „ვაზისა და ღვინის სამართალი“ - პრეზენტაცია გაიმართება.

მისამართი: ჩარგლის ქ. 73, (აუდიტორია - 602)

საკონტაქტო: ანანო წივწივაძე - 599 563 455; მედეა წივწივაძე - 577 494 935

 

14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე ბრალდებული ოპოზიციონერის, გივი თარგამაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

16:00 საათზე - პაატა ბურჭულაძე ვაკის ტერმინალში, ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

მისამართი: აბაშიძის 34/36 - ტერმინალი

საკონტაქტო პირი: მარიამ დოლიძე 574 00 07 06