მკვდარზე ფერუმარილი იქნება თვითმმართველობის არჩევნები. გახარიას თუ უნდა, რომ მკვდარზე, "ქოცურ" და რუსულ გვამზე, რომელიც პოლიტიკურად მკვდარია და ადრე თუ გვიან მას გავასვენებთ, ფერუმარილის როლი ითამაშოს, მისი საქმეა და აქეთ არ უნდა შემოგვიტიოს, - ამის შესახებ  “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მისი გუნდი არჩევნების წინააღმდეგი არ არის, არამედ წინააღმდეგია "ქართული ოცნების" სპეცოპერაციის.

"ამ მკვდარ, არალეგიტიმურ პარლამენტს არაფერი გააცოცხლებს. მკვდარზე ფერუმარილი იქნება თვითმმართველობის არჩევნები. გახარიას თუ უნდა, რომ მკვდარზე, "ქოცურ" და რუსულ გვამზე, რომელიც პოლიტიკურად მკვდარია და ადრე თუ გვიან მას გავასვენებთ, ფერუმარილის როლი ითამაშოს, მისი საქმეა და აქეთ არ უნდა შემოგვიტიოს. არც ისეთი სულელია, რომ ვერ ხვდებოდეს, "ქოცები" ამას გამოიყენებენ. 

ჩვენ ვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და ჩვენ ზოგადად არჩევნების წინააღმდეგი კი არ ვართ, არამედ სპეცოპერაციის წინააღმდეგი ვართ და ეს არის ორი სხვადასხვა რაღაც. სპეცოპერაციაა, რომელსაც ეს რეჟიმი ასაღებს არჩევნებად და იქ მონაწილეობა არის პირდაპირ რეჟიმთან თანამშრომლობა და რეჟიმის საქმის კეთება და მეორეა არჩევნები, სადაც ქართული საზოგადოება ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმს აუცილებლად ბეჭებზე დადებს. 

რაც შეეხება 26 მაისს, ეს დღე არის ყველა პატრიოტის ზეიმი, როდესაც ჩვენ ყველა ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობას. ჩვენ დიდი ხნით ადრე ვთქვით ჩვენი პოზიცია და მას შემდეგ თუ რომელიმე პარტიას სჭირდება პოზიციის ჩამოყალიბება, ამის გამო, ჩვენ არ ვაპირებთ პარტიებზე თავდასხმას, რომელიც იტყვის, რომ ჯერ არ ჩამოყალიბებულა. ჩვენ ვეცდებით, საერთო გამოვნახოთ და იმაზე გამოვყოთ აქცენტი, რაც გვაერთიანებს არა რაც გვყოფს", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.