11:00 საათზე - "ძლიერი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრის ნიკა ჩერქეზიშვილის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: "ავარიული სახლები".
მისამართი: გოგოლის ქუჩა 12.
11:00 საათზე - "ძლიერი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრის ნიკა ჩერქეზიშვილის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: "ავარიული სახლები".
მისამართი: გოგოლის ქუჩა 12.
1753472355
"ჩვენი სადაზვერვო სამსახურებიდან - უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურიდან და მთავარი სადაზვერვო დირექტორატიდან - მივიღეთ ანგარიშები ზაფხულისა და შემოდგომისთვის არსებულ გამოწვევებზე, რუსეთის განზრახვებზე. დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა საფრთხეებზე უნდა მოხდეს რეაგირება“, - განაცხადა ზელენსკიმ.ასევე, მოხსენება წარადგინა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ.პრეზიდენტის თქმით, ყველაზე მეტი ყურადღება დაეთმო პოკროვსკის მიმართულებით არსებულ ვითარებას. ცალკე განიხილეს ქმედებები სუმის რეგიონის სასაზღვრო რაიონებში."სუმის რეგიონი - ჩვენ ვაგრძელებთ ოპერირებას სასაზღვრო ზონაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.ამასთან, მან მადლობა გადაუხადა რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედ ყველა უკრაინულ ქვედანაყოფს.
1753472348
თემა: ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებამისამართი: პოლიკარპე კაკაბაძის 7ა
1753472338
კუროსიწყნარე და სტაბილურობა შენს მხარესაა. კარგია ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად და ემოციური დასვენებისთვის.ტყუპიაქტიური კომუნიკაციის დღეა. კარგი დროა მოლაპარაკებებისთვის, ინფორმაციის შეგროვებისთვის და ახალი კონტაქტების დასამყარებლად.კირჩხიბიშესანიშნავი დღეა ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის და პროფესიული წინსვლისთვის. შედეგიანად იმოქმედებ ემოციური ინტუიციით.ლომიშენი დრო დგება – გამოჩნდები საზოგადოების წინაშე. იდეალურია შემოქმედებითი საქმიანობისთვის ან ლიდერული ნაბიჯებისთვის.ქალწულიმუშაობა, დაგეგმვა და დეტალებზე ფოკუსი დღეს სასარგებლო იქნება. შესაძლებელია ახალი წინადადება კარიერის მიმართულებით.სასწორისასიყვარულო ურთიერთობებს განსაკუთრებული დინამიკა ექნება. კარგი დროა ურთიერთობების გაღრმავებისთვის და ბალანსის დასამყარებლად.მორიელიშეიძლება შეხვდე ძლიერ ემოციურ სიტუაციებს, თუმცა თუ კონცენტრირდები, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევ პროფესიულ სფეროში.მშვილდოსანიგაფართოების, მოგზაურობის ან ახალი ხედვების დღეა. იუპიტერის მხარდაჭერით შესაძლოა, სიყვარულშიც გაგიმართლოს.თხის რქადღე მოითხოვს სერიოზულობას და პასუხისმგებლობას. კარგი დროა ფინანსურ საკითხებზე ფოკუსირებისთვის და სტაბილურობის შესაქმნელად.მერწყულიმეგობრული კავშირები და კოლაბორაციები წარმატებას მოგიტანს. კარგი დროა ჯგუფურ პროექტებზე სამუშაოდ.თევზებიინტუიცია გიმაღლდება. შეგიძლია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო პირად ცხოვრებაში. სასიყვარულო საკითხებში პოზიტიური ძვრებია მოსალოდნელი.
1753463336
31 წლის ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონატი კარიერაში პირველად მოიგო.ის აქამდე პლანეტის პირველობის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს ფლობდა.
1753462163
"ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოში ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს. ბოლოდროინდელი ცრუ განცხადებები, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს დესტაბილიზაციას, ომში ჩათრევას ან ე.წ. არატრადიციული ღირებულებების თავს მოხვევას, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას. რუსული სტილის შეთქმულების თეორიებით და გამყოფი ნარატივებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის ძირის გამოთხრა მხოლოდ მათ ემსახურება, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას.ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ განხორციელებულ პერსონალურ თავდასხმებს. ელჩი სასიცოცხლო როლს ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში. ის ევროკავშირის სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს.მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ პროვოკაციულ პერსონალურ თავდასხმებსა და იმუშაონ თავიანთი მოსახლეობის ევროპული მომავლისთვის. ევროკავშირი საქართველოს თანმიმდევრული და საიმედო პარტნიორია. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ადასტურებს თავის მტკიცე სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და მზადყოფნას, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
1753462001
"ძალიან რთულია, ეს ყველაფერი სიტყვებით გამოხატო, უბედნიერესი ადამიანი ვარ, მსოფლიო ჩემპიონი ჩემი საყვარელი ხალხის წინაშე გავხდი. ყველა ქართველ სპორტსმენს ვუსურვებ ასეთ წარმატებას და ბავშვებს ვეტყვი, იშრომონ ბევრი. ამ წარმატების უკან ძალიან დიდი შრომაა, ამის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი.კარიერის მანძილზე ბევრი დაბრკოლება შემხვდა, მაგრამ არასდროს დავნებებულვარ. ასაკი არის მხოლოდ ციფრები. ვულოცავ ჩემს თავს და საქართველოს ამ გამარჯვებას. ეს მხოლოდ ჩემი გამარჯვება არ არის, ეს მთლიანად საქართველოს გამარჯვებაა“, – განაცხადა ბაზაძემ.31 წლის ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონატი კარიერაში პირველად მოიგო. ის აქამდე პლანეტის პირველობის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს ფლობდა.ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს დედაქალაქში 22 ივლისს დაიწყო.
1753454054
გიორგი ახობაძემ დღევანდელ პროცესზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა.მისი განცხადებით, მის წინააღმდეგ სტანდარტული და ბანალური "ჩადების" საქმე მოიგონეს."ყველაფერი იწყება ყალბი პატაკით. ფიზიკური ძალადობის ფონზე ჯიბეში "ჩამიდეს" ნარკოტიკი, ამას ესწრებოდა სამმართველოს უფროსი. აღნიშნულ მაღალჩინოსანს კონტაქტი ჰქონდა კიდევ ერთ მაღალჩინოსანთან, ლევან მაისურაძესთან. ჩხრეკისას უკანონოდ მოიპოვეს ჩემი ნერწყვის ნიმუში, რაც ნარკოტიკების შესაფუთ მასალაზე გადაიტანეს. მათ ევალებოდათ ჩხრეკის გადაღება და ნეიტრალური მოწმის მოყვანა, რაც არ გააკეთეს. ეს საქმე რუსული რეჟიმის მსახური ადამიანების რევანშია ჩემ მიმართ. ეს მრავალჯერ აქვთ პირადად ჩემთვის ნათქვამი პოლიციელებს. მოიფიქრეს სტანდარტული და ბანალური " ჩადების" საქმე, რაშიც დახელოვნებულები არიან. ეს არის შსს-ს სავიზიტო ბარათი, ამაზე მაქვს ორი ვიდეო ჩაწერილი და მათგან ერთი დაჭერის წინა დღეს. რევანშში ჩართულები არიან პოლიციელები, პროკურორებიც და მოსამართლეებიც. მკვლელმა პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა და მკვლელმა ლელა მარიდაშვილმა ყველანაირი საფუძვლის გარეშე, დედას ერთადერთი მომვლელი მოწყვიტეს", - განაცხადა გიორგი ახობაძემ. გიორგი ახობაძე 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და თავისუფლების 8-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
1753451810
ციფრული სასაჩუქრე ბარათის გაგზავნა სასურველ ადრესატთან მობილბანკით, მომენტალურად, მხოლოდ მობილურის ნომრის მითითებითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, შესაძლებელია სასაჩუქრე ბარათის პერსონალიზება და დიზაინის შერჩევა, მისალოც წერილთან ერთად.City Mall-ის ციფრული ვაუჩერის, ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ადრესატს შესაძლებლობა აქვს, არა კონკრეტულ მაღაზიაში, არამედ, მთლიანად სავაჭრო ცენტრში იშოპინგოს და მრავალფეროვან არჩევანზე ჰქონდეს წვდომა. ვაუჩერის მფლობელს მისი გამოყენება როგორც City Mall საბურთალოს, ისე გლდანის ფილიალში შეუძლია.„მოხარული ვართ, რომ მობილბანკში ციფრული სასაჩუქრე ბარათების მოდული კიდევ უფრო იზრდება. მომხმარებლებისთვის კომფორტული, სწრაფი და მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. City Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათის დამატებით, ჩვენ მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ, საყვარელი ადამიანებს მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზონ და ამით გაახარონ“, – აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.ცნობისთვის, შეძენილი სასაჩუქრე ბარათის დამატება ციფრულ საფულეში, ე.წ. Wallet-შია შესაძლებელი. მისი გაგზავნა კი შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანთან, იმისდა მიუხედავად, სარგებლობს თუ არა ადრესატი საქართველოს ბანკის მობილბანკით. სითი მოლის პარტნიორ მაღაზიებში სასურველი ნივთის საფასურის სასაჩუქრე ბარათით გადახდა კი Wallet-იდანვე იქნება შესაძლებელი.გადმოწერე მობილბანკი და გააგზავნე ციფრული სასაჩუქრე ბარათები მარტივად.
საქართველოში მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025) გაიმართება
1752500264
18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1752781747
"37 წლის ქალბატონი შემოყვანილ იქნა ჩვენს კლინიკაში, უტარდებოდა საჭირო ღონისძიებები, რის შემდეგაც მოულოდნელად თავს დაესხა ჩვენს ექთანს"
1753092280
"კაცი ამბობს, რომ ხელფასს უხდის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს იმისათვის, რომ ამბები გამოიტანოს "ქართული ოცნებიდან"
1753281840
17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1752694685